Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ექსკლუზივი
შსს-ში სტუქტურული ცვლილებები იწყება
19:00 21.07.2012

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებების შემდეგ სტუქტურული ცვლილებები იწყება.

ძალოვან უწყებაში ამ პროცესის დაწყებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში გახორციელებული ცვლილებები ადასტურებს, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და შესაბამისი ბრძანებულება "საკანონმდებლო მაცნეშიც" გამოქვეყნდა. ცვლილება სამინისტროს სისტემაში შემავალ რამდენიმე ქვედანაყოფს შეეხო.

კერძოდ, პრეზიდენტის ბრძანებულებით, სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტი - ოპერატიული მართვის, კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტად ყალიბდება, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ცვლის.

ამასთან, იქმნება ახალი – პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი.

საინტერესოა, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების ის ნაწილი, რომელიც სახეცვლილი სტუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას შეეხება. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი დებულებით (21-ე პუნქტის "კ1" ქვეპუნტი) სპეციალური ღონიძიებების დეპარტამენტის ამოცანებია: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფო ინტერსების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების გამოვლენა, აღკვეთა, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და რეაგირება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა. სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის ბაზაზე შემნილ ოპერატიული მართვის, კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტის ამოცანებად კი ~სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა ოპერატიული დანაყოფების კომპეტენციაში შემავალი ამოცანების შესრულების კონტროლი, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ანალიზი, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება" სახელდება.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადებას, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობას საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის, პროექტების მართვის კუთხით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტს, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ის განსაზღვრავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს სამინისტროს მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, შეიმუშავებს თანმიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად; ასევე შეიმუშავებს რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს; ხელს უწყობს სამინისტროში არსებული სტრატეგიული განვითარების პროგრამების განხორციელებას.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებებისთვის "პირWელმა" თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შოთა ხიზანიშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ცვლილებების თაობაზე ინფორმირებული აღმოჩნდა პარლამენტის წევრი ნიკა ლალიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ უწყებაში ბაჩო ახალაიას მისვლის შემდეგ ანალიტიკური ხაზი ძლიერდება. ლალიაშვილი თქმით, ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტროში ნოდარ ხარშილაძის ხელმძღვანელობით ძლიერი გუნდი მუშაობდა, რომელთაც თავდაცვის სისტემისათვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ახლა ეს ბირთვი საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროში განაგრძობს.

ნათია ინაური

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-23 11:23:40
  სოხუმის მტკიცებით, "ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის უკანწაღება სააკაშვილის ფანტაზიაა".   "ვანუატუს ხელისუფლებაში ნამდვილად არსებობს სხვადასხვა მოსაზრება აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის
2013-05-21 11:59:59
ინტერვიუ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ მრჩეველ მექა ხანგოშვილთან.   - როგორ შეაფასებთ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ხელახალი საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას?   -
2013-05-13 12:30:15
ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარტნიორებთან ერთად, შესაძლოა,  ყოფილი "real TV" იყიდოს.როგორც "პირWელს" ბაინდურაშვილმა განუცხადა, მოლაპარაკებები არხის მფლობელ ლალი ეგაძესთან უკვე მიმდინარეობს."ვადასტურებ, რომ ჩემს პარტნიორებთან
2013-05-11 17:40:52
"კოალიცია "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დედაქალაქის მერობას შესთავაზებს."პირWელის" ინფორმაციით, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველი გუნდი დედაქალაქის მერობას 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შესთავაზებს.სალომე ზურაბიშვილი 2004-2005 წლებში
2013-05-01 13:09:30
საპარლამენტო უმცირესობის წევრი როლანდ ახალაია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიგების დატოვებას არ ადასტურებს.როგორც "პირWელს" ახალაიამ კინოს სახლში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერთა შეკრებაზე განუცხადა, იგი
2013-04-29 18:26:49
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. "ნაციონალური მოძრაობის" შედარებით რეიტინგული სახე და მომავალ  საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი მმართველი გუნდის სავარაუდო კანდიდატი პოლიტიკიდან წასვლაზე სერიოზულად
2013-04-22 14:32:20
თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია და "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან.  როგორც "პირWელისთვის" გახდა ცნობილი, აღნიშნული საკითხის განხილვა
2013-04-17 18:27:38
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთის ა/რ ოფიციალური სტრუქტურები რეორგანიზაციას საჭიროებს."პირWელის" წყაროს ცნობით, პაატა ზაქარეიშვილს აქვს აფხაზეთის სტრუქტურების რეორგანიზაციის იდეა, რომელიც იქ მომუშავე
2013-04-15 13:04:04
სამართალდამცველები მოსასმენი აპარატურის შემოტანისა და შს სამინისტროდან მისი უკანონოდ გატანის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ.საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი
2013-04-15 12:27:31
საქართველო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მესტიაში ფრენების განსახორციელებლად ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ტიპის ერთი თვითმფრინავი თავდაცვის სამინისტრომ გადასცა.ამის შესახებ კვირიკაშვილმა "პირWელს" იმ
2013-04-08 13:52:22
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია დაინიშნა.შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.შეგახსენებთ, რომ გია ბარამიამ
2013-04-08 11:28:32
"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი" ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე 9 მაისის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ "პირWელს" კლუბის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ყიფიანმა განუცხადა. "9 მაისის
2013-04-05 18:26:55
კულტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ თურქეთის მხარესთან რაბათში მდებარე მეჩეთთან დაკავშირებით ახალი ვალდებულებების აღება აზიზიეს მეჩეთის სანაცვლოდ მოხდა.როგორც "პირWელს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა უფროსმა
2013-04-01 14:41:58
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს მეთიუ ბრაიზას არ სჯერა, რომ მის მეგობრებსა და კოლეგებს საქართველოს მთავრობაში ოდესმე ომი სურდათ.ამის შესახებ ბრაიზამ "პირWელს" ტერიტორიული მთლიანობის
2013-03-28 19:43:56
ბუნდესტაგის დეპუტატ ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია."პირWელის" ინფორმაციით, ამ წუთებში კრამონი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას ხვდება.სააგენტოს ინფორმაციით, ბუნდესტაგის დეპუტატი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავს.კრამონის ვიზიტის სხვა
2013-03-28 17:58:33
ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მრიცხველის გვერდის ავლით გაზს მოიხმარდა, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას შპს საფინანსო სერვის ცენტრი "პროფით დევიზია".მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" კომერციულ სექტორში არაკეთილსინდისიერი მომხმარებლების
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 22 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency