Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თბილისი
რომის ქუჩა
20:54 28.03.2012

 

"თბილისის ქუჩებში ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა" - ლადო ასათიანის ეს უკვდავი ფრაზები ხშირად მახსენდება და ახლაც "სახეტიალოდ" მივდივარ. წამოდით ჩემთან ერთად და იცით სად? - არც მეტი არც ნაკლები - რომში! 

 

ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში ორიოდე წლის წინ რომის ქუჩა გაჩნდა. დარწმუნებული ვარ, ამ პატარა ქუჩაზე ავლა-ჩავლისას, იქ მაცხოვრებლების გარდა, ახალი აბრა დღემდე არ შეუმჩნევიათ. არა უშავს,  ამიერიდან გეცოდინებათ - ვარციხის ქუჩა რომის ქუჩად გადაიქცა. 

 

მხატვარმა თეიმურაზ შვანგირაძემაც, რომელმაც სიყრმის მოგონებებს მიუძღვნა ტილო "ვარციხის ქუჩა", მასთან სტუმრად მისული იტალიის საელჩოს   თანამშრომლისგან შეიტყო სახელცვლილების შესახებ. "ამ ტილოს რომ შეხედა,  წამოიძახა - ეს ხომ ჩვენი რომის ქუჩააო და ეს თბილისის "ქუჩების მემატიანე" გაოცებული დამტოვა" - ამბობს თეიმურაზ შვანგირაძე. 

 

უზნაძისა და დავით აღმაშენებლის გამზირების ერთ-ერთ შემაერთებელ  პატარა ქუჩაზე საუკუნენახევრის წინ აგებული სახლები კოლორიტულ ფერებს მატებენ. თავად ქუჩა, მართალია, რომივით მრავალსაუკუნოვანი არ არის, მაგრამ მესამე ასწლეულში კი არის გადასული. ის  "ძვე

ლ კუკიაში" მდებარეობს და მე-19 საუკუნის დასაწყისშია გაჩენილი. 1851 წლიდან, დაახლოებით იმ პერიოდიდან,  როდესაც  სოფელი კუკია თბილისს შეუერთდა, სემიონოვის სახელს ატარებდა; 

1925-26 წლებში არაზინდოს სახელს;  1926 წლიდან 2009 წლამდე კი ვარციხის ქუჩით იყო ცნობილი. 

ვასილი ნიკოლოზის ძე სემიონოვი, ვის სახელსაც ეს ქუჩა ატარებდა   ამიერკავკასიის საბჭოს წევრი (1842), ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი (1848-1852) და სასწავლო ოლქის მზრუნველი იყო; ვარციხე სოფელია ბაღდათის რაიონში. გაცილებით რთული აღმოჩნდა "არაზინდოს" ტოპონიმიკის დადგენა. ბოლოს ისევ ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდული ლიტერატურის  კატალოგებმა მიშველეს. "არაზინდო" ერთ-ერთი სასტუმრო აღმოჩნდა აბასთუმანში, რომლის გახსნის თაობაზე 1924 წლის გაზეთ "კომუნისტის" რამდენიმე ნომერში იყო ინფორმაცია. 

 

შემდეგ გასეირნებამდე, თბილისში....

 

ნინო გედენიძე

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2012-05-14 14:14:46
                     
2012-04-13 18:49:59
თბილისში ხეტიალს კვლავ თაბუკაშვილის ქუჩიდან, ეროვნული ბიბლიოთეკის  დარბაზიდან ვიწყებთ. განწყობის შესაქმნელად და თბილისის სურნელის შესაგრძნობად მწერალი დემნა შენგელაია დავიხმარე. ტფილისი რომანიპროლოგიტფილისის აპოლოგია"საქართველოს დედაქალაქი -
2012-03-28 20:54:48
  "თბილისის ქუჩებში ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა" - ლადო ასათიანის ეს უკვდავი ფრაზები ხშირად მახსენდება და ახლაც "სახეტიალოდ" მივდივარ. წამოდით ჩემთან ერთად და იცით სად? -
2012-03-23 20:53:35
რუსთაველის გამზირი (შემოკლებით „რუსთაველი“, ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) ერთ-ერთი მთავარი პროსპექტია თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი პოეტი შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. გამზირი იწყება თავისუფლების მოედნიდან(ყოფილი „ლენინის მოედანი“), გრძელდება დაახ. 1,5 კმ-ს, და
2012-02-26 20:22:48
ასპარეზი (სპარს. ასბრიზ - ცხენის სარბიელი), მოქმედების არე. ბრძოლის, სპორტული თუ საერთოდ ყოველგვარი შეჯიბრის ადგილი.   ასპარეზი ერქვა მოედანს ფეოდალური თბილისის გარეუბანში, ახლანდელი დღევანდელი გ. ლეონიძის ბაღისა
2012-02-26 19:56:09
თბილისის დაარსების შესახებ მრავალი ლეგანდა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი
2012-02-22 16:22:37
  თბილისის კლასიკური გიმნაზია (უწინ თბილისის პირველი გიმნაზია და თბილისის პირველი საჯარო სკოლა), დაარსდა 1830 წელს ადრე არსებული (1804-იდან) კეთილშობილთა სასწავლებლის ბაზაზე. 20 წლის განმავლობაში ეს გიმნაზია იყო ვაჟთა ერთადერთი საერო საშუალო
2012-02-21 19:51:15
  საქართველოს გმირთა პანთეონის 19 წლის ლეგენდა. . .                        1921 წელს, როდესაც მე-11 არმია თბილისს მოუახლოვდა, ქართველი
‹ წინა 1 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency