Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანონსი 20.05.2013

10:00 სთ-ზე - "თბილისი მარიოტში" კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მეშვიდე საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართება. 

 

 

 

 

10:30 სთ-ზე - გურამ შარაძის მკვლელობის დღესთან დაკავშირებით თსუ-ის ქართული ემიგრაციის მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ქართული ემიგრაციის სამუზეუმო ფონდებს ახალი მასალები შეემატა". 

მისამართი: ილია ჭავჭავაძის 13, თსუ მე-8 კორპუსი, მე-4 სართული. 

საკონტაქტო ტელეფონი: 2 29 15 53;

 

 

 

11:00 სთ-ზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  ქუთაისში ადვოკატებს შეხვდება.

მისამართი: ქუთაისი. ნინოშვილის 8

 

 

 

11:00 სთ-ზე - საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული  პრესკონფერენცია გაიმართება.

 

 

 

11:00 სთ-ზე - სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი გაიმართება. 

 საკონტაქტო პირები: მაკა გვრიტიშვილი 551 988999, სოფო ჭიჭინაძე 599 196907 

 

 

 

11:00 სთ-ზე - სასტუმრო "ამბასადორში", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი დასაქმებულ ქალბატონებს შეხვდება.

თემა: ახალი შრომის კოდექსი და ქალთა შრომითი  უფლებები

საკონტაქტო პირი: ნათია სვანიძე, 591193540

 

 

 

12:00 სთ-ზე - "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" სამეგრელოს რეგიონული ცენტრის წევრებს შეხვდება.

მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა №52.

 

 

 

12:00 სთ-ზე - ნიდერლანდების საელჩოსთან საქართველოში ("შერატონ მეტეხი პალასის" უკანა მხარეს) ახალგაზრდა  პოლიტოლოგთა კლუბი საპროტესტო აქციას გამართავს.

მისამართი: თელავის ქ. 20

საკონტაქტო პირები: ბაჩო ცომაია 597 353 939;  შოთა აფხაიძე 577 66 17 47

 

 

 

 

12:00 სთ-ზე - პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, "თავისუფალი დემოკრატების"  წევრებთან  ერთად, თელავის რაიონის სოფელ ბუშეთში ფერმერებთან შეხვედრას გამართავს. 

 

 

 

13:00 სთ-ზე - ქალაქ თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის მცირე დარბაზში, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" კახეთის რაიონული ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართება. 

 


 

 

13:00 სთ-ზე - საქართველოს პარლამენტში (ქუთაისი), "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი "უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის  სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე მორატორიუმის  გამოცხადების"  შესახებ საკანონმდებლო წინადადებას  შეიტანენ.

საკონტაქტო პირი: ნათია სვანიძე 591193540

 

 

 

 

14:00 სთ-ზე - სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პროექტის "საქართველოს  მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

 

 

 

14:00 სთ-ზე - სრულიად ქართველ თავად-აზნაურთა საკრებულო ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სადაც 90 წლის წინათ კოტე აფხაზი და მისი თანამებრძოლები დახვრიტეს, სამგლოვიარო შეკრებას გამართავს.

 

 

 

14:00 სთ-ზე - ვერის სასაფლაოზე აკადემიკოს გურამ შარაძის  სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.

 

 

 

14:00 სთ-ზე - სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო  ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული გასვლითი  სხდომა გაიმართება.

 

 

 

15:00 სთ-ზე - "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" იმერეთის რეგიონული ცენტრის წევრებს შეხვდება.

მისამართი: ქუთაისი, პუშკინის ქუჩა № 6

 

 

 

16:00 სთ-ზე - "მაესტროს" პრეს-კლუბში საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი  პრესკონფერენციას გამართავს.

 

 


20:00 სთ-ზე - გურამ შარაძის მკვლელობის  მკვლელობის ადგილზე შეკრება გაიმართება. (მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთა).

designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency