უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია 80.000 ევროთი დააჯარიმა.
ამის მიზეზად გულშემატივრების მიერ ქალაქ პოზნანში, სტადიონზე და მის გარეთ არეულობების მოწყობა სახელდება.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს იტალიასთან მატჩის მსვლელობისას, "ვატრენის" გულშემატკივართა ტრიბუნიდან მოედანზე პიროტექნიკური მოწყობილობები ცვიოდა. ამას გარდა, მთელი თამაშის გამავლობაში, ხორვატი ქომაგები იტალიელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციას აპელაციის შეტანის უფლება საჩივრის მიღებიდან სამი დღის განმავლობაში შეეძლება.
როგორც ჩანს, გერმანიის ფეხურთის ფედერაციასაც ხორვატიის ბედის გაზიარება მოუწევს. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის განცხადებით, გერმანია-დანიის შეხვედრის დროს, ალემანმა გულშემატკივრებმა აკრძალვის მიუხედავად, სტადიონზე პიროტექნიკა მაინც შეიტანეს, ასევე სკანდირებდნენ არაეთიკურ ლოზუნგებს.
დისციპლინარული კომიეტი გერმანიის საქმეს 23 ივნისს განიხილავს და ვერდიქტსაც იმავე დღეს გამოიტანს.
გაზეთი "ოლიმპი"












