Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მასმედია
კახა ბექაური: “მეცხრე არხს” რეგიონული ოფისების ჩამოყალიბების პროცესში დიდი პრობლემები ექმნება"
12:30 12.06.2012

"მეცხრე არის" გენერალური დირექტორის კახა ბექაურის განცხადებით, "მეცხრე არხს" რეგიონული ოფისების ჩამოყალიბების პროცესში დიდი პრობლემები ექმნება.

ამის შესახებ ბექაურმა დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" კომპანია "გლობალ ტვ-სა" და "სტერეო პლუსის" წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია "მეცხრე არხს" ხელისუფლება დაარსების დღიდან გაუგონარ პრობლემებს უქმნის.

"2 მლნ დოლარის ტექნიკა, რომლის იმპორტსაც "მეცხრე არხი" ახორციელებდა, საბაჟოზე შვიდჯერ იქნა განადგურებული. ამის დამადასტურებელი ვიდეო და ტექნიკური მასალა არსებობს. ამასთან, "მეცხრე არხს" დაწყებული აქვს 35 რეგიონული ბიუროს ჩამოყალიბება. ჩვენს წარმომადგენლებს ოფისების მოძიებისას სერიოზული პრობლემები ხვდებათ. როდესაც დაქირავების დროს იგებენ, რომ კონტრაქტორი "მეცხრე არხია", ოფისის გაქირავებაზე უარს ამბობენ. საჩხერეში, ბორჯომსა და სიღნაღში უკვე გაფორმებული კონტრაქტების გაუქმება მოგვთხოვეს, რადგან დამქირავებლები პირდაპირ ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამასთან, თბილისში კომპანიის ცენტრალურ ოფისში დღემდე ვერ მოვახერხეთ ოპტიკური ინტერნეტის შეყვანა. არცერთმა ინტერნეტ პროვაიდერმა "მეცხრე არხს" მომსახურება არ გაუწია", - განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მონოპოლისტურ სატელიტურ კომპანიას "ბლექ სი სატს" ქმნის, რომელიც ცდილობს, რომ ყველა ქართული არხის მაუწყებლობა სატელიტის მეშვეობით სწორედ მისი მეშვეობით განხორციელდეს.

"მოგეხსენებათ, "მეცხრე არხს" საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის უფლება აქვს. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია "მეცხრე არხის" გავრცელებისა და მოსახლეობამდე მიტანის თვალსაზრისით. "მეცხრე არხი" სატელიტურ მაუწყებლობას "თურქ სატის" მეშვეობით ახორციელებს. სწორედ ამ კომპანიას მისწერა "ბლექ სი სატმა" და შეეცადა, რომ მას უარი ეთქვა  "მეცხრე არხის" მომსახურებაზე. ჩვენ ჩავედით თურქეთში და "თურქ სატის" წარმომადგენლები დავარწმუნეთ, რომ ჩვენთვის კონტრაქტი არ გაეწყვიტათ და ხელი არ შეეწყოთ კიდევ ერთი მონოპოლისტის შექმნისთვის", - განაცხადა ბექაურმა და დასძინა, რომ "სტერეო პლუსსა" და "გლობალ ტვ-ს" პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მათ თავიანთ ქსელში ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ჩართეს.




Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-22 18:41:41
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციაზე უარი უთხრა.   ამის
2013-05-13 15:57:01
ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, არხზე მომუშავე ჟურნალისტების სახელფასო ანაზღარურება მათ მიერ შექმნილი მასალების რეიტინგზე იქნება დამოკიდებული.როგორც ღლონტმა "პირWელს" განუცხადა, ტელევიზიაში რებრენდინგი მიმდინარეობს და
2013-05-07 16:26:40
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სოფო მოსიძის განცხადებით, არხზე საკადრო წმენდა არ იგეგმება.ამის შესახებ მოსიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა."ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო მისიას ვიწყებ. გიორგისგან ეს
2013-05-07 11:11:43
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა დღეს არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად სოფო მოსიძე წარადგინა.აღნიშნულთან დაკავშირებით, ბარათაშვილი დღეს, 16:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.ცნობისთვის, გენერალურმა დირექტორმა, საინფორმაციო სამსახურის
2013-05-03 13:08:01
რადიო "მაესტრომ" ლიცენზია ვერ მიიღო.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიში დღეს გამართულ სხდომაზე შპს "ქართულ რადიოს", იგივე რადიო "მაესტროს" რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარი ეთქვა.შეგახსენებთ, რადიო "მაესტრო", 2013
2013-05-02 18:41:57
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკურ თოქ-შოუს "პოლიტიკური კვირა" 20 მაისამდე დაიწყებს.როგორც "პირWელს" გრიგოლიამ განუცხადა, გადაცემა ეთერში კვირაში ორჯერ გავა. "თოქ-შოუს სავარაუდოდ, 15-დან 20
2013-05-02 18:26:44
სოფო მოსიძე საზოგადოებრივი მაუწყებელში ახალი გეგმებით და სტრატეგიით მიდის.როგორც "პირWელს" მოსიძემ განუცხადა, დღეს საბოლოდ გადაწყდა, რომ ის საზმაუს საინფორმაციო სამსახურის უფროსი იქნება."აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები საბოლოოდ
2013-04-28 15:48:53
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი საუკეთესო მედია-პუბლიკაციის გამოსავლენად ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს.    კონკურსი პროექტის "ვიშეგრადის ქვეყნები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროინტეგრაციისათვის" (Visegrad Countries for the South Caucasian
2013-04-24 16:10:45
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.ამის შესახებ "პირWელს" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან
2013-04-23 14:09:48
ექსპერტ გია ხუხაშვილის გადაცემა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სავარაუდოდ, 29 აპრილს გავა. ამის შესახებ ხუხაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, "გადაცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკური იქნება და თან
2013-04-15 16:18:17
გამოკითხულთა უმრავლესობა - 87% პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გადაცემებს ტელეკომპანია "იმედის" მეშვეობით ადევნებს თვალს.NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, 84% ადევნებს თვალს "რუსთავი 2"-ს, 52% მაჩვენებელი
2013-04-14 16:03:31
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს მედია-კომპანიების ფესტივალის "მასმედია-ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის" გამარჯვებულები დააჯილდოვა.თბილისის მერიისა და მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 6-დან 14 აპრილის ჩათვლით, ქალაქის სპორტულ ბაზებზე
2013-04-12 12:58:15
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მედია-კოალიციის მიერ მაუწყებლის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება.სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედია-კოალიციის მიერ ბორდის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა."პირველი
2013-03-27 18:23:48
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, არხის ხელმძღვანელობამ მათ პირდაპირ ეთერში სპეციალური თოქ-შოუს გაკეთების საშუალება არ მისცა. როგორც მაუწყებლის გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გოგა
2013-03-27 17:39:50
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის თხოვნით მიმართავს. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა, II არხის გენერალურმა პროდიუსერმა დოდო შონავამ "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში
2013-03-27 14:15:45
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, ეკა კვესიტაძის გადაცემაში გამოთქმული მოსაზრებები მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ნაწილს არ წარმოადგენს."26 მარტს, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა "აქცენტების" პირველი ნაწილის თემა - "რა
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 27 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency