დღეს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება.
როგორც "პირWელს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კომპანია თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების ქსელების და წყალმომარაგების ობიექტების კომპლექსური რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას აგრძელებს და დღეს ზემო ვაკის სატუმბო სადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 10:00-დან 20:00 საათამდე წყალმომარაგება რჩეულიშვილის, ჯაფარიძის, უმიკაშვილის, ლარსის, თერგის, გოგებაშვილის, კერესელიძის, მაყაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
მისივე ინფორმაციით, პირველი ზიგზაგის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დღეს, 10:00 საათიდან 9 აგვისტოს გამთენიის 03:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება პირველი ზიგზაგის ქუჩას.
ასევე, წყალსადენისა და წყალარინების ქსელების შეცვლა პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე წარმოებს, რის გამოც დღეს, 10:00-დან 23:00 საათამდე წყალმომარაგება პეტრე ბაგრატიონისა და ლამის ქუჩებს ჩიხებით, სიღნაღის ქუჩას, დავითაშვილისა და მნათობის ქუჩების ნაწილს, ჯაბაურის, დიღომბარისა და არაგვისპირელის ქუჩებს შესახვევებით შეუწყდება.












