Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეკონომიკა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ბაზრებზე ჩარევისა და შეფასებისკენ მოუწოდებს
13:37 03.08.2012

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ბაზრებზე ჩარევისა და შეფასებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ "საერთაშოსირო გამჭვირვალობა საქართველოს" უახლესი კვლევის "კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში" ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც საქართველოში არსებული კონკურენციის ინსტიტუციური ჩარჩო და ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ბაზრებზე კონკურენციის თვალსაზრისით არსებული პრობლემებია გაანალიზებული.

კვლევა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, პროექტის მენეჯერმა ერეკლე ურუშაძემ და კვლევის ავტორმა ნათია კუტივაძემ წარმოადგინეს.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს ეკონომიკა ლიბერალიზაციის საკმაოდ მაღალი დონითა და ფორმალური ბარიერების სიმცირით ხასიათდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბაზრის ზოგიერთ სეგმენტს კონცენტრაციის მაღალი ხარისხი გააჩნია.

რაც შეეხება უშუალოდ კვლევის შედეგებს, ანგარიშის თანახმად, ფორმალური ბარიერების მიუხედავად, დღეისთვის ნავთობრპროდუქტების ბაზარზე ოლიგოპოლიური სტრუქტურაა ჩამოყალიბებული.

"ნავთობპროდუქტების ბაზარზე შეინიშნება, ერთის მხრივ, ბაზარზე მოქმედი კომპანიების რიცხვის შემცირების, მეორეს მხრივ კი ფასების ზრდის ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების დინამიკას ერთგვარი ანომალია ახასიათებს. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე პლატსის ფასების ზრდას ქართულ ბაზარზე საწვავის ფასის მატება მოსდევს. თუმცა პლატსის ფასების კლებისას, უმეტეს შემთხვევაში, საწვავის ფასის შემცირების ტენდენცია არ შეინიშნება. ასევე, ნავთობპროდუქტების ბაზარზე შეინიშნება პარალელიზმი როგორც სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებულ ფასებს შორის, ისე ამ ფასების ცვლილების დროს, რაც შეიძლება, ამ სუბიექტებს შორის კომერციული სტრატეგიის კოორდინირების მცდელობაზე მიუთითებდეს. ამასთან, იტალიის საბაჟო სამსახურისა და საქართევლოს შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ იმ მონაცემებს შორის, რომლებიც იტალიიდან საქართველოში საწვავის იმპორტს ეხება, მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. მსგავს სურათს იძლევა ბულგარეთის საბაჟო სამსახური და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემების შედარებაც", - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება იმას, თუ რით შეიძლება, იყოს გამოწვეული საქართველოსა და სხვა ქვეყნების შემოსავლების სამსახურების მონაცემებს შორის არსებული განსხვავება, კვლევის ავტორები დასკვნის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

"იტალიის საბაჟო სამსახურში ჩვენ განგვიცხადეს, რომ იტალიიდან ექსპორტირებული საწვავის საბოლოო დანიშულების ადგილად საქართველო იყო დარეგისტრირებული, მაგრამ თუ საწვავმა საქართველომდე ვერ მოაღწია, მაშინ ძნელად იდენტიფიცირებადია, სად წავიდა. საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია. აღნიშნულ განსხვავებაზე განმარტებები უშუალოდ ნავთობკომპანიებმა და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს", - განაცხადა პროექტის მენეჯერმა ერეკლე ურუშაძემ.

ამასთან, რაც შეეხება კვლევის მეორე - საკვები პროდუქტების ბაზარს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლები რძის პროდუქტების ბაზარზე არსებულ პროდუქტებს შორის პროდუქციის ფალსიფიკაციასა და ეტიკეტირების დარღვევას გამოყოფენ, ხორცპროდუქტების ბაზარზე კი, ძირითადად, პროდუქციის უვნებლობის პრობლემა გამოიყოფა.

მათი თქმით, პრობლემაა ასევე ხორცპროდუქტებში. საკვები დანამატების გამოყენება და მათზე კონტროლის სისტემის არარსებობა და ასევე ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტებისა და ხორცპროდუქტების ფასების ზრდის მკვეთრად გამოხატული დინამიკა.

ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიაჩნია, რომ  საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრების თავსებადობის გაზრდის მიზნით მოხდეს კანონმდებლობის დახვეწა, რათა ბაზრის რეგულირება უფრო ეფექტური იყოს.

ასევე საჭიროა, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების ფუნქციების ეფექტიანი გამიჯნვა.

"რეალურად საჭიროა, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით, ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ბაზრებზე კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჩარევა, კონკურენტული გარემოს შეფასება და მოკვლევის დაწყება, არიან თუ არა მოცემულ ბაზარზე მოქმედი კომპანიები კონკურენციის მიღმა", - ნათქვამია სარეკომენდაციო ჩანართში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-20 13:47:14
გმირთა მოედნის ავტომაგისტრალთან დაკავშირებულ სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებზე 114 864 750.06 ლარი დაიხარჯა.   აღნიშნულ ინფორმაციას IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) აქვეყნებს.   ერთ-ერთი მოქალაქის თხოვნით IDFI-მ თბილისის მერიიდან
2013-05-20 13:06:01
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.   როგორც "პირWელს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქვეუწყებო სამსახურების უფროსებმა სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული
2013-05-20 12:51:54
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საწვავის იმპორტის რაოდენობა განისაზღვრა.   ამის შესახებ შემოსავლების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის მედიაში
2013-05-17 21:13:35
მუნიციპალური განვითარების ფონდმა თავისი საქმიანობა 14 ქვეყნის 150 კომპანიას გააცნო.   როგორც "პირWელს" საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა თეიმურაზ მურღულიამ და გიორგი სომხიშვილმა
2013-05-17 14:08:16
  ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, "აჭარაში წინა სტიქიების დროს ზარალის ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან 1 828 000 ლარი გამოიყო".   როგორც ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბოლო
2013-05-17 10:38:24
პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.   სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები _ დავით შერვაშიძე და დავით გალეგაშვილი დაესწრნენ. კომიტეტის წევრებმა
2013-05-16 18:03:50
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ კოპიტნარის და მესტიის აეროპორტების მშენებლობაში კერძო სექტორის მონაწილეობა შესაძლებელი იყო.   ამის შესახებ კვირიკაშვილმა "პირWელს" პრემიერ-მინისტრ ბიძინა
2013-05-16 15:20:09
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებები დასრულდა.   მოლაპარაკებისას განხილული საკითხების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და გერმანიის ეკონომიკური
2013-05-16 11:46:56
  საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კარბელაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ზოლზე კატასტროფის ალბათობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ ბიძინა
2013-05-16 11:24:13
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "თბილისის აეროპორტი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და სულ ერთი არ არის, რა დონის განვითარებას ჰპოვებს იგი".   "მოლაპარაკების პროცესი
2013-05-16 11:10:58
  საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს მოუწოდებს, დაასახელოს ის კომპანიები, ვისაც მესტიის და კოპიტნარის
2013-05-15 16:23:03
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური განმარტავს, რომ მთავრობას არამიზნობრივად არა კოპიტნარის და მესტიის აეროპორტების მშენებლობა, არამედ ამ პროექტებისთვის ფულის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფა მიაჩნია.   ამის შესახებ ხადურმა "პირWელს"
2013-05-15 14:21:59
  ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მტკიცებით, "სამწუხაროდ, ელექტრონული აუქციონი გარკვეული პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებოდა".   ამის შესახებ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნივერსალური პორტალის www.eauction.ge-ის 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ
2013-05-15 13:00:46
  ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ირწმუნება, რომ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შეამცირა.    ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ევროპის
2013-05-15 11:30:26
ქარის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელება მომავალ წელს დაიწყება.    ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.    "დაწყებული გვაქვს ქარის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებისთვის. მომავალ წელს უკვე განხორციელდება მისი ექსპლუატაცია
2013-05-15 10:26:07
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვლეობის შემსრულებელი შალვა ფიფია და მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გაერთიანებული სხდომას დაესწრნენ.
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 46 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency