პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამყრობლისგან საქართველოს გადარჩენას ქვეყნის რადიკალურ ტრანსფორმაციას უკავშირებს.
"როცა საუბრობენ იმაზე, თუ სადაა ჩემი ქვეყანა, მე ისევ დამპყრობლების სიტყვებს ვიხსენებ. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოაწერა ხელი, განაცხადა, "გვსურს, მოვახდინოთ ქართული პოლიციის რეფორმის იმიტირება, მაგრამ როგორც ქვეყანას ეს არ შეგვიძლია, რადგან ამისთვის ძალიან დიდი ვართ". მეორე დღეს კი, დუმაში მის კანდიდატურის დამტკიცებისას, მან თქვა, "ვიცით, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები გაატარა; ვიცით, რომ ისინი წარმატებულები არიან; ჩვენ მათგან უნდა ვისწავლოთ და მოვახდინოთ იმის კოპირება, რაც ასე წარმატებულად გააკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი მძულს". ეს არის ყველაზე დიდი პარადოქსი. მე ისტორიიდან ვიცი და აქაც არიან სტუდენტები, რომლებიც ისტორიას სწავლობენ, რომ როცა ასჯერ დიდ ქვეყანას დაუპყრია მეორე ქვეყანა, ვერ მოუხერხებია მისი მთავრობის ჩამოგდება და საბოლოოდ ხელში ჩაგდება. ეს არის გადარჩენის გასაოცარი ამბავი. ეს მოხდა რადიკალური ტრანსფორმაციის, რეფორმების და რეალური ცვლილებების გამო, რომელიც მთელ საზოგადოებაში გატარდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
ნინო ჩიჩუა











