Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის თემა
ჯონ ბასი: "დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის უფლებები გარანტირებული უნდა იყოს"
15:41 17.05.2012

საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის უფლებები გარანტირებული უნდა იყოს.

ამის შესახებ ელჩმა მეცნიერებათა აკადემიასთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

"ამ ინციდენტის დეტალები ჩემთვის უცნობია. შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც აღიარებს და მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციებს, ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის უფლებები გარანტირებული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი აზრი და შეხედულება გამოხატოს საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისგან მასზე ზეწოლისა და ძალის გამოყენების შიშის გარეშე. ნებისმიერი დინამიურად განვითარებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა წევრისთვის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ისე, რომ არ იყოს საშიშროება რწმენის თუ რაიმე სხვა მიზეზით ამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვისა", - განაცხადა ჯონ ბასმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროტესტი რიგითმა მოქალაქეებმა და ასევე სასულიერო პირებმა გამოხატეს.

 

ნინო ჩიჩუა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-21 12:39:45
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მთავრობას ურჩევს, მისი დაკითხვის პარალელურად, უმუშევრობის პრობლემის გადაჭრით დაკავდეს.   ამის შესახებ მერაბიშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე
2013-05-21 12:23:11
ბიზნესმენ ლევან ვასაძის მტკიცებით, მას პრეზიდენტობის არანაირი სურვილი, ცოდნა და ინტერესი არ გააჩნია.   ამის შესახებ ვასაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა. კითხვაზე - ჰქონდა
2013-05-21 11:54:40
ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, "პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მინიმუმ ორი ძეგლი უნდა დავუდგათ".   ამის შესახებ ვასაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა.   "უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს
2013-05-21 11:42:53
ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ‘’სრულიად საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ცხოვრება არის წამება და მისთვის ახალი
2013-05-21 11:25:09
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს.   ამის შესახებ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ პატრიკ ვენტრელმა განაცხადა.    "შეერთებული შტატები გმობს 17 მაისს თბილისში
2013-05-21 11:19:56
  ბიზნესმენ ლევან ვასაძეს იმ ევროპაში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებები დაშვებულია, არაფერი არ ესაქმება.    ამის შესახებ ვასაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების
2013-05-21 11:17:48
  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.   შს უწყების ინფორმაციით, საუბარი სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.   ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ირაკლი
2013-05-21 10:55:40
ბიზნესმენ ლევან ვასაძეს არ მიაჩნია, რომ 17 მაისს დაუპირისპირდა ნაკლებ საზიზღრობას, ვიდრე საბჭოთა არმიაა.    ამის შესახებ ვასაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა.   "მე არ მიმაჩნია,
2013-05-21 10:35:31
კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხალხს პურს ვერ სთავაზობს და გადაწყვიტა, სანახაობა შესთავაზოს.   ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის
2013-05-21 10:17:57
  23 მაისს მსახიობ ლევან აბაშიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება გაიმართება.   ქართველ მსახიობს ლევან აბაშიძეს, რომელიც 1992 წელს, სოხუმში, აფხაზეთის ომში დაიღუპა, ხვალ 50 წელი შეუსრულდებოდა.    საიუბილეო
2013-05-21 10:10:57
  სამართალდამცველებმა 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს.   შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე
2013-05-21 10:09:42
საერთო სასამართლოების შესახებ კანონი დღეიდან შევა ძალაში.    "საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის პაკეტს პრეზიდენტმა ხელი კვლავ არ მოაწერა, ამიტომ ხელი მე მოვაწერე და ცვლილებები ხვალიდან შევა ძალაში.
2013-05-21 10:07:26
"ნაციონალური  მოძრაობის"გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს და კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დაკითხავენ.   ისინი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დღეს არიან დაბარებული.   "ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის საპასუხოდ ხელისუფლება
2013-05-20 21:00:47
  "ნაციონალური  მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს.   ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრეს-სამსახურში ადასტურებენ. რა თემაზე არიან ისინი დაკითხვაზე დაბარებული, ჯერჯერობით
2013-05-20 20:53:29
აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებით, ის საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტში პირადად დახვდა.    ასე გამოეხმაურა გეგეშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ "სამარცხვინოა, როდესაც საგარეო
2013-05-20 20:42:12
  "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გააგრძელებს.   ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 692 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency