Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის თემა
ავთანდილ დემეტრაშვილი: "საკონსტიტუციო ცვლილებები იძულებითია, თუმცა არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება, ჩაითვალოს"
19:59 08.05.2012

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები იძულებითია, თუმცა არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს. 

 

როგორც დემეტრაშვილმა "პირWელს" განუცხადა, ის კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვისა და ერთ პიროვნებაზე მისი მორგების წინააღმდეგია. შესაბამისად, დემეტრაშვილი მიესალმება, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება არა ქვეყნის მთავარი კანონის ძირითად ტექსტში, არამედ გარდამავალ დებულებებში შედის.

 

"ეს არის იძულებითი ცვლილება, რომელიც შექმნილ პოლიტიკური სიტუაციას უკავშირდება, როდესაც ძლიერი პოლიტიკური სუბიექტი გამოჩნდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ამიტომ, ესაა დროებითი ღონისძიება, რაც ვფიქრობ, მიზანშეწონილია. მე წინააღმდეგი ვიყავი, აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციის ძირითად ტექსტში შესულიყო. როგორც ახლა გაიკვა, ცვლილება გარდამავალ დებულებებში იქნება ასახული", - განაცხადა დემეტრაშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ ცვლილებიდან გამომდინარე კონსტიტუციის დებულებების, საარჩევნო კოდექსის და რამდენიმე საკანონდებლო აქტის კომპლექსურად გადახედვა უნდა მოხდეს.

 

"კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვის და მისი ერთ პიროვნებაზე მორგების წინააღმდეგი ვარ, თუმცა ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს უნდა განვიხილოთ, როგორც სიტუაციიდან გამოსავალი", - დასძინა დემეტრაშვილმა.  

 

რაც შეეხება იმას, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი პრეზიდენტის ბრძანებულებით გადაწყვეტილიყო, იმის ნაცვლად, რომ ამას საკონსტიტუციო ცვლილებები მოჰყოლოდა, დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ "თავდაპირველი გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ აბსოლუტურად კორექტული იყო, შემდეგ კი ივანიშვილის ადვოკატებმა შეცდომა დაუშვეს, რადგან მათ მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ორივე გზისთვის უნდა მიემართათ".      

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საარჩევნო უფლებამოსილებებს ანიჭებს, I მოსმენით მიიღო. 

 

საკონსტიტუციო პროექტს 112 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.  

 

I მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ასეთი შინაარსის ახალი 104/4 მუხლი ემატება: "2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ".

 

ნინო ჩიჩუა

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-19 20:10:11
ავღანეთში, ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედრო ალექსანდრე კვიწინაძე დღეს დაკრძალეს.   თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვიწინაძე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში დაკრძალეს.    დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი
2013-05-19 20:08:27
  საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს ირაკლი ეზუგბაიას დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.   აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.   ეზუგბაიასთან ერთად ბრალდებული სხვა პირები
2013-05-19 15:53:45
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, საზღვარგარეთ მასთან ერთად იარონ.   ამის შესახებ პრეზიდენტმა ტაილანდში, აზია-წყნარი ოკეანის წყლის მეორე სამიტის მსვლელობისას განაცხადა.   "რუსეთის
2013-05-19 15:38:29
პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, "ევროპა ისეთს მიგვიღებს, როგორიც ვართ".   ამის შესახებ მეუფე იაკობმა სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.   "ერთობლივი ძალისხმევით, რომ არა
2013-05-19 15:24:00
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტაილანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ინგლუქ შინავათრას შეხვდა.   პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.    მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის
2013-05-19 14:52:11
  ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო სუპერმარკეტის კარი არ არის, რომელიც მიახლოებისას იღება.   ამის შესახებ რასმუსენმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   "მე ხშირად მეკითხებიან
2013-05-19 14:43:51
  პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, 17 მაისის აქციაში მონაწილე სასულიერო პირებთან დაკავშირებით ეკლესიაც მიიღებს ზომებს.   ამის შესახებ მეუფე იაკობმა სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის შემდეგ
2013-05-19 14:22:14
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ყველა მოძალადე კანონის ფარგლებში უნდა დაისაჯოს.   ამის შესახებ ბრინკმა დღეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.   "ჩემთვის დიდი
2013-05-19 14:21:26
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, 17 მაისს პოლიციამ თავისი მოვალეობა ყველაზე კარგად შეასრულა.   ამის შესახებ უსუფაშვილმა რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.   "17
2013-05-19 14:14:58
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.   ამის შესახებ კბილაშვილმა ორი დღის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.   "პოლიციამ შეძლო
2013-05-19 13:13:14
  შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის პოლიციელები მედლებით დააჯილდოვა.   აღნიშნულით პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დიპლომატიური კორპუსისა
2013-05-19 13:08:23
შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას გონივრული და მაღალპროფესიული მიდგომა სჭირდება.   ამის შესახებ ღარიბაშვილმა საქართველოს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   "აქვე
2013-05-19 13:07:56
  გარდაცვლილ პოლიციელთა სულების უკვდავსაყოფად მემორიალი აიგება.   ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   "აქვე მე მინდა, განსაკუთრებული პატივი მივაგო
2013-05-19 12:59:43
  შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიცია თითოეული ადამიანის მეგობარია და არა მისი ოპონენტი.   ამის შესახებ ღარიბაშვილმა საქართველოს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   "პოლიციელებო, გილოცავთ
2013-05-19 12:47:46
  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლე დროში დაამტკიცა, რომ რთული სტრუქტურის ღირსეულად მართვა შეუძლია".   ამის შესახებ ივანიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით
2013-05-19 12:41:56
  პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 17 მაისის აქციის ყველა სიმძიმე პოლიციამ სიცოცხლის ფასად თავის თავზე აიღო.   ამის შესახებ ივანიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.   "კარგი მაგალითი
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 689 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency