Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის თემა
"ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელობა ხელისუფლებას საჯარო აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდებს
17:43 03.07.2012

"ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელობა ხელისუფლებას საჯარო აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

"ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელობა უფლებამოსილია განაცხადოს, რომ გუშინ საღამოს, 18:00 სთ-ზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონზე გაიტანა "ქართუ ჯგუფის" აქციათა 100%, მათ შორის ბანკ "ქართუს" აქციათა სრული პაკეტი, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ამ სააქციო საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილი არ ფლობს არცერთ ცალ აქციას. მეორეს მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ იგი საქართველოში არანაირ ბიზნესს არ ფლობს. ეს დასტურდება "ქართუ ჯგუფის" აქციების ახალი მფლობელების მიერ გამოგზავნილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით, რომელთა თანახმადაც ჯერ კიდევ ამა წლის 30 აპრილს 11-მა უცხოურმა კომპანიამ შეიძინა ჯგუფის აქციათა 91,74%, ამასთან არცერთი მათგანი არ ფლობს აქციათა 10% სა და მეტს, რაც ათავისუფლებთ მათ, როგორც "ბანკ ქართუს" ბენეფიციარ მფლობელებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეძენის ფაქტის წინასწარი შეთანხმების საკანონმდებლო ვალდებულებებისგან და აბსოლუტურად უსაფუძვლოს ხდის ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადებას გარიგებათა ბათილობის შესახებ. სამწუხაროდ, დღემდე ჩვენამდე ვერ მოაღწია უცხოეთიდან ფოსტით უკვე ორჯერ გამოგზავნილმა სადამფუძნებლო დოკუმენტაციამ, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს, რომ ჩვენთვის ასე აუცილებელი კორესპონდენცია სპეციალურად იბლოკება. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ გახსნილი საჯარო აუქციონი აშკარა ფარსია, რადგანაც 1 ლოტად იყიდება "ქართუ ჯგუფის" აქციათა 100% და მათ შორის ბანკი "ქართუს" აქციათა მთლიანი პაკეტი, რომლის შემძენსაც აუცილებლად წინასწარ უნდა ჰქონდეს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა, რაც ფარული აუქციონის შემთხვევაში მიუღწეველია. შედეგად აუქციონზე "ქართუ ჯგუფის" აქციათა პაკეტის შემძენი რომც გამოჩნდეს, დარიგება აპრიორი ბათილი იქნება და ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავა. სწორედ ეს არის ხელისუფების მიზანი და არა თუნდაც უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის თანხის ამოღება. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ქონების შეფასების გამოყენებული პრაქტიკაც. მხოლოდ ბანკ "ქართუს" აქციის ღირებულების შეფასებას მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული ფირმები მინიმუმ 1 თვეს მოანდომებდნენ. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ კი ლამის 2 დღეში შეაფასა. არსებული შეფასება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ბიძინა ივანიშვილზე დაკისრებული ჯარიმის თანხა უბრალოდ გაორმაგებულია, რათა შემდგომ აუქციონის წესებით შეემცირებინათ ჯარიმის თანხის ოდენობამდე", - განაცხადა "ქართუ ბანკის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ამასთან, "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველო საკანონმდებლო ჩარჩოებს დაუბრუნდეს და უცხოეთის მოქალაქეების კუთვნილი ქონებების ექსპროპრიაციის უკანონო პროცესი შეაჩეროს, შეაჩეროს საჯარო აუქციონი და დამფუძნებლებს საშუალება მისცეს, ქონების ფლობისა და განკარგვის ლეგიტიმური უფლება განახორციელონ.

ამასთან, ნოდარ ჯავახიშვილს ეჭვი ეპარება, რომ ხელისუფლება ამ მოწოდებას გაითვალისწინებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში მათ მოუწევთ სამართლიანობის აღსრულება და "ქართუ ჯგუფი" და "ქართუ ბანკი" ყველაფერს დაიბრუნებენ.

ნინო ჩიჩუა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-18 19:24:10
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, "როცა ხედავ ანაფორაში კაცს, რომელიც ძალადობს, ის ისეთივე დამნაშავეა, როგორც სხვა მოძალადე".   ასე შეაფასა ზაქარეიშვილმა გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითრებული
2013-05-18 19:05:44
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საქართველო სიძნელეებს გადალახავს და წინ წავა".   ამის შესახებ აშშ-ში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სადაც მან  აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი წმინდა გიორგის
2013-05-18 18:37:32
  საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა კუდავას შეფასებით, "თუ ძალადობა არ დაისაჯა, რელიგიურ ფუნდამენტალიზმში უფროდაუფრო ჩაფლობა გვემუქრება".   ასე შეაფასა კუდავამ გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითრებული მოვლენები.   "გუშინ ჩვენს უახლოეს
2013-05-18 18:29:04
  სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა.    ურთიერთსაწინააღმდეგო აქციებს სამართადამცველების მიერ გაკეთებული კორდონი ჰყოფდა, თუმცა აღნიშნული აქციები ხმაურისა და სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე წარიმართა.    სიტყვიერი დაპირისპირება
2013-05-18 18:20:42
  ჭიათურის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მუშა დაშავდა.   როგორც "ჭიათურ მარგანეზის" წარმმომადგენელი მაკა კვარაცხელია აცხადებს, აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერების მოხმარების წესის დარღვევამ გამოიწვია.   "აფეთქება უნდა მომხდარიყო სპეციალურ ოთახში,
2013-05-18 18:15:55
ხვალ საქართველოში პოლიციის დღე აღნიშნება.   აღნიშნულთან დაკავშირებით შსს სხვადასხვა ღონიძიებას გეგმავს. ხვალ პოლიციის ახალი ფორმის, სამხრე ვიდეოკამერის, ახალი ჟეტონის, ავტომანქანების, მათი ვიდეორეგისტრატორისა და ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია
2013-05-18 15:00:08
მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ მშვიდობიანი შეკრება შეტაკებაში მხოლოდ საქართველოში გადაიზარდა.    გერმანული გამოცემა "DerStandard" 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებების ფოტოებს აქვეყნებს და
2013-05-18 13:22:56
საქართველოს ხელისუფლებამ "სააკაშვილის ვერტმფრენების" გაყიდვა გადაწყვიტა.   გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაყიდოს ორი ახალი ვერტმფრენი, რომელიც ადრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის იყო შეძენილი.   საუბარია VIP-კლასის ვერტმფრენებზე, რომელიც წინა
2013-05-18 12:29:58
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "Amnesty International" თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.   ორგანიზაციის შეფასებით, თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების დაცვა ათასობით ადამიანის თავდასხმისგან, ორგანიზებულ ჰომოფობიას კი არაეფექტური
2013-05-18 12:25:01
  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენების გამო შოკირებულია.   "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ცნობით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წერილით
2013-05-18 12:22:12
  შსს-მ გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.    შსს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა.    გამოძიების ფარგლებში კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლის
2013-05-18 11:28:47
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ძალადობას გმობს.   პრემიერ-მინისტრის განცხადება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.   პრემიერ-მინისრტმა საზოგადოებას ტოლერანტობის, ყველა მოქალაქის შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის
2013-05-18 11:26:16
  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.   ქვეყნის პირველმა პირმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ბილ კლინტონს ორი ქვეყნის
2013-05-18 09:55:13
დღეს 2013 წლის ევროვიზიის ფინალი გაიმართება.   ფინალურ საღამოზე 2013 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.   როგორც უკვე ცნობილია, 58-ე ევროფესტივალის ფინალში ქართველი მონაწილეები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი მიიღებენ
2013-05-17 20:54:12
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ ძალადობის ფონის მომატება არ დაუშვას".   პრეზიდენტი დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მთავრობას და ოპოზიციას, განსხვავებული ხედვის
2013-05-17 20:17:55
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ძალადობას ემიჯნება, მაგრამ აცხადებს, რომ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება.   დღეს განვითარებულ
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 688 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency