Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ინტერვიუ
რა მოხდა ანაკლიაში, გიორგი ფოჩხუას მკვლელობის დღეს?
18:40 07.08.2012

გიორგი ფოჩხუას ნაწამები, კისერში გადატეხილი და ცხვირგატეხილი ცხედარი, 14 ივლისს ანაკლიის ზღვამ გამორიყა. იგი, 13 ივლისის საღამოს, მეგობრებთან ერთად, სასტუმრო "ოქროს საწმისის" სკვერში იჯდა და სურათებს იღებდა.

გიორგი ფოჩხუას მკვლელობის სავარაუდო ეჭვმიტანილი - ბექა ცობეხია და მისი თანამზრახველი დაცვის პოლიციის თანამშრომელი ნიკოლოზ ბაძაღუა დაკავებულები არიან.

ზუგდიდში გიორგი ფოჩხუას მკვლელობის მიზეზად რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთ ვერსიად მნიშვნელოვანი ვიდეო-ჩანაწერი სახელდება.

რამდენად შეეფერება სიმართლეს ეს ვერსია, ამას გამოძიება დაადგენს.

რა მოხდა 13 ივლისს ანაკლიაში და რა გახდა სიკვდილის სავარაუდო მიზეზი, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გიორგი ფოჩხუას უახლოეს მეგობართან, ჟურნალისტ გერონტი ყალიჩავასთან, რომელიც იმ საღამოს გიორგი ფოჩხუასთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდა... ("პირWელი" აღნიშნულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ)

- გერონტი, რომელ რესტორანში იყავით მეგობრები 13 ივლისს გიორგი ფოჩხუასთან ერთად?

- რესტორანში არ ვყოფილვართ. ანაკლიის ცენტრში ვისხედით ღია ბარში, სადაც შეუკვეთეთ ხაჭაპური და ლუდი. დავლიეთ სამი ცალი 200-გრამიანი არაყი - "ჩეკუშკებს" რომ ეძახიან. ეს ბარი ანაკლიაში პოლიციის შენობის წინ, ოჯახში, ერთ-ერთ მცხოვრებს აქვს გახსნილი. ჩვეულებრივი ბარია; ადრე, ალბათ, ლიმონის ბაღია იყო. მაგიდები და სკამები დგას.
სასტუმროს რესტორანში შესასვლელი ფული ჩვენ არ გვქონდა.

- საიდან მოხვდა იქ ბექა ცობეხია?

- ბექა ცობეხია ბარში არ იყო. ჩვენ ბარიდან რომ გავედით, სასტუმრო "ოქროს საწმისის" წინ, ბულვარში გავედით და იქ დავსხედით. ფოტოს ვიღებდით და რაღაცნაირად ვერთობოდით. ღამე იყო. ფოტოს რომ ვიღებდით, მაშინ მოვიდა.

- საუბრობენ, რომ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია კარგად იცნობდა...

- გიორგი მას კარგად არ იცნობდა, ზუგდიდში იყო ბარ-რესტორანი "როიალ-პალასი" და იქ მუშაობდა, თურმე, დაცვად. სულ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი.

- რა უთხრა ცობეხიამ გიორგის, როცა მან ბულვარში ნახა იგი?

- გიორგის გამოეცნაურა - როგორ ხარო. გიორგიმ ჰკითხა ვინ ხარო. ბექა ვარ, "როიალ-პალასიდან" არ გახსოვარო?! გიორგი წამოდგა, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და საუბრობდნენ. გიორგი ჩემს გვერდით იჯდა. რომ წამოდგა, მე მარტო დავრჩი სკამზე...

- ბექა ცობეხია მარტო იყო?

- სამნი იყვნენ. ბექა და კიდევ ორი. გიორგი რომ წამოდგა, ის ორი მის ადგილზე ჩამოსხდნენ ანუ ჩემს წინ. მკითხეს სახელი – ვუთხარი. თვითონაც მითხრეს - თენგო თუ თენგიზიო. სადაური ხარო, ზუგდიდელი ვარ, რუსთაველის ქუჩაზე ვცხოვრობ-მეთქი.

მეგრულად მკითხეს, "მარგალურ ქოიჩქუნიაო" (მეგრული თუ იციო. ავტ.) – კი,-მეთქი. რამდენიმე წუთში ადგნენ და წავიდნენ ანაკლია-განმუხურის საცალფეხო ხიდის მიმართულებით.

- სად იყო ამ დროს გიორგი ფოჩხუა და ცობეხია?

- ჩემთან ახლოს, დაახლოებით სადღაც სამ მეტრში. ბექა ეკითხებოდა, გიორგის ახლა სად ხარ, რას აკეთებო. გიორგიმ უთხრა: თეატრში, გაეროს ერთ-ერთი პროექტი მაქვს და გადაცემა მიმყავსო.

შენ რას შვებიო, - ჰკითხა გიორგიმ. მან უპასუხა – ძალოვან უწყებაში ვმუშაობო. ძალოვანი რას ნიშნავსო? - ჰკითხა გიორგიმ. - ციხეშიო.

- ნამდვილად ციხეში მუშაობს?

- მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არ მუშაობს. ადრე მუშაობდა თურმე ციხის ჯარში თუ სადღაც... არ ვიცი ზუსტად. მე ავდექი და გოგოებთან დავჯექი სასტუმროს ეზოში, რომელიც ბულვარს არის მიბმული. ესენი დაახლოებით 10 წუთი საუბრობდნენ.

- მათ შორის ხმამაღალი საუბარი ხომ არ ყოფილა?

- არა, არაფერი. რომ ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, გიორგი არ დამიძახებდა?! რომ გამოვიხედე ესენი უკვე მოძრაობდნენ და ნელ-ნელა საუბრით მიდიოდნენ. დავუძახე – გიორგი, წავიდეთ-მეთქი. მოვალ, მოვალო. გიორგის ასე არაერთხელ გაუკეთებია. ვამბობდი, რა ყოფილა ეს "ჯეობარი" - ხალხს "ჯეო ბარიდან" გიორგი კიდევ ახსოვდა.

ჩემი ტელეფონი იყო დამჯდარი. მამიდაშვილიც იყო ჩემთან - ნინო კალანდია; ტელეფონით დავურეკეთ ერთად. 5 წუთში მოვალო, გვითხრა. 10 წუთი ვაცადეთ. ისევ დავურეკეთ... ისევ დაურეკა ნინომ – გიორგი, სად ხარ, წამოდიო. 5 წუთში მოვალო, - ისევ გვითხრა გიორგიმ. რომ არ მოვიდა, "სმს" მივწერეთ. არანაირი რეაგირება. მეორე "სმს" მიუწერია ნინოს - არაფერი რეაგირება. შემდეგ ვურეკავთ, ვურეკავთ - არ პასუხობს. ამ დროს ლუბას ეძინებოდა...

- ლუბა ვინ არის?

- ჩვენ ბარში რომ შევედით, ამ დროს ბარში შემოვიდა რუსი ტურისტი, რომელიც ჩვენს უკან მაგიდასთან დაჯდა. ლუდი შეუკვეთა. მარტო იყო. გიორგის პროფესიონალი ფოტოაპარატი ჰქონდა და ფოტოებს უღებდა. ...ვაიმე, ეს ფოტოაპარატი გამახსენდა. ეჭვმიტანილი ამბობს, თურმე, ამ ფოტოაპარატის ზონარი მოვუჭირეო.

...ფოტოებს, მიკროკადრებს იღებდა. მარგალიტის სამაჯური ჰქონდა ამ ტურისტს, ის ჰქონდა გადაღებული. სიგარეტს როგორ ეწეოდა ის ჰქონდა გადაღებული. გაცნობის მიზეზით ადგა და ეს ფოტოები აჩვენა ლუბას. ჩვენს მაგიდასთან გადმოსვა. მერე ყველა ერთად წავედით ბულვარში ფოტოების გადასაღებად.

ლუბა წავიყვანე სახლში. ნაქირავები ჰქონია სახლი ანაკლიაში, სად იცით?! სადაც ბანაკია ანაკლიაში. რომელიც ცენტრიდან დაახლოებით 3 კილომეტრით არის დაშორებული. ისევ დავბრუნდით... მანქანა სასტუმროს ეზოში დავაყენე.

ბულვარისკენ წამოვედით მე და ნინო. ტელეფონით ისევ ვურეკავდით, მაგრამ არ პასუხობდა. მერე ტელეფონი გაითიშა. ჩვენ ვმოძრაობდით ხიდიდან სატუმრომდე, მაგრამ გიორგი არსად ჩანდა. ტელეფონი რომ გაითიშა... ტელეფონი იპოვეს მეორე დღეს.

- თქვენ და ნინო როდის მიხვდით, რომ რაღაც ხდებოდა?

- არაფერი, რა მივხდი რომ ხდებოდა?! საერთოდ ეჭვიც კი არ მქონია გიორგის რამე მოუვიდოდა. არანაირი ეჭვი არ მქონია, თორემ მთელ ანაკლიას არ შევრიდი იქ?!.

- იმ საღამოს დაბრუნდი სახლში?

- დავბრუნდი. ნინო წამოვიყვანე სახლში, გიორგის მეუღლე რუსიკო ვნახე. სულ მირეკავდა. ტელეფონი დავტენე.

იმ დღეს გადაღება ჰქონია გიორგის. რეჟისორს რომ ვურეკავდი ტელეფონი ჰქონდა გამორთული. ისე მიხაროდა, ალბათ ისეთ ადგილას არიან, ტელეფონი აქვთ გამორთული,-მეთქი, იმიტომ, რომ გიორგისაც გამორთული ჰქონდა.

- ტელეფონის გამორთვა გიორგისთვის ჩვეული მოვლენა იყო?

- განმუხურში არ დამტოვა?! ეს უჩვეულო არ იყო გიორგისთვის, მაგრამ არ მქონდა შიში, რომ გიორგის ბოლო ასეთი იქნებოდა, რადგან იგი კონფლიქტური არ იყო. ამ ადამიანს კონფლიქტი არავისთან არ ჰქონდა.

- როდის განაცხადე პოლიციაში?

- მეორე დღეს. პოლიციაში რომ მივედი, დღის 5 საათი იყო - ჩემს ძალებს უკვე აღემატებოდა... განმუხური, ანაკლია, ბანაკის მხარე - ყველგან ვეძებდი.

ზუგდიდში მამაჩემის ბიძაშვილი თეა კაჭარავა ჩავისვი და დავბრუნდით ანაკლიაში. ვეძებდი ყველგან, ბოლოს დავჯექი იქ, სანაპიროსთან, ორი ღერი სიგარეტი მოვწიე. შემდეგ... იმ ადგილას იპოვეს გიორგი.

- დილიდანვე რატომ არ განაცხადე პოლიციაში?

- იმას კი არ ვფიქრობდი, რომ გიორგის დამხრჩვალს ვიპოვიდი. მე ვფიქრობდი, რომ გიორგი სადღაც ქეიფობდა. მე, დებილი კი, ვეძებ გიორგის.... რატომ არ განვაცხადე დილიდანვე?! იმიტომ, რომ მოვიდოდა და მისაყვედურებდა - გიორგი ფოჩხუას ყველა მიცნობს და რას აკეთებ, რას აცხადებო... ამიტომ... ეს არ იყო უჩვეულო გიორგისთვის.

- პოლიციაში განცხადების შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- პოლიციაში რომ მივედი, განვაცხადე, რომ ვეძებ მეგობარს - გიორგი ფოჩხუას, რომელიც ვიღაცა ბექასთან ერთად იყო-მეთქი. გვარი არ ვიცოდი... მაგრამ, კიდევ კარგი, აღვიდგინე "როიალ-პალასში" ვმუშაობდიო რომ თქვა.

ჩემი მისვლიდან 5 წუთში, შემოდის ოპერატორი გოგო და ეუბნება პოლიციის უფროსს, ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყაო. ვერ აღვწერ, რა მდგომარეობაში ჩავვარდი...

ოპერატორმა გოგომ მითხრა: ნუ ნერვიულობთ, მამაკაცის გვამი 40 წლამდე იქნებაო. ვთხოვე, მეც წამიყვანეთ, ვნახავ-მეთქი... ჩავჯექით მანქანაში და წავედით. რომ მივედით ხალხი შეკრებილი იყო.

იცით რა არის?! სასტუმრო ანაკლიის წინ, სადაც გიორგი იპოვეს, ჯერ ბულვარია, არის ქვიშა, მერე ხელოვნური ტბა, ამის მერე ისევ ქვიშა. პოლიციელი მივიდა, ნახა და მოტრიალდა და მითხრა: ნუ ნერვიულობ, ის არ არისო. ახლოს რომ მოვიდა, ხელები დამიჭირა, მითხრა, გამაგრდიო. მერე არაფერი მახსოვს - მთელი პლაჟი შევყარე...

- მკვლელობის რამდენიმე ვერსია სახელდება: 1. განსხვავებული ორიენტაცია 2. თითქოს გიორგი ფოჩხუას ჰქონდა ცობეხიას ვიღაც ნათესავთან რაღაც ურთიერთობა. 3. გიორგი ფოჩხუას ჰქონდა რაღაც ჩანაწერი, რის გამოც იგი მოკლეს...

მე როგორიც ვარ, არ მაქვს უფლება ვიცხოვრო?! უნდა მომკლან?! სად არიან ის ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა?! სამივე ვერსია არის სისულელე.

გიორგი ფოჩხუას რამე რომ ჰქონოდა გადაღებული, მე პირველს მეცოდინებოდა!


ირმა მესხია; გურია NEWS

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-15 11:46:04
"იზვესტიას" ინტერვიუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარველაშვილთან.   - რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა. მათ შორის არიან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,
2013-05-01 14:24:40
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა "Gazeta.ua"-სთან.- წინა ხელისუფლების რეფორმები შესაძლოა, ახალი გუნდის მიერ შეჩერდეს?- რეფორმები წარმატებული იყო, თუმცა ახლა
2013-04-25 14:42:41
"Новая газета"-ს ინტერვიუ "კავკასიის ფონდის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან გელა ხმალაძესთან.- "კავკასიის ფონდის" მიერ ორგანიზებულ სემინარებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ამტკიცებენ, გასულ წელს სემინარებს ტამერლან ცარნაევიც
2013-04-14 15:02:41
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სასტარტო საქმიანობა შეფასდეს. რა შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს;
2013-04-04 17:49:08
ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძესთან. - ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა, ზოგადი სურათი რომ შევაფასოთ, რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში, გადაიარა თუ არა
2013-04-03 15:37:13
ახალი ხელისუფლება დაპირებების მარწუხებში არ უნდა მოვაქციოთ. საერთოდ, დაპირებები ყველგან - ევროპასა და აშშ-შიც პოპულარულია. მაგალითად, 2009-2010 წლებში, როცა ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, ამომრჩევლებს
2013-04-01 15:35:24
ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან. - ბატონო ნიკოლოზ, როგორ შეაფასებდით ევროპის სახალხო პარტიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გამართულ ე.წ. წერილების ომს? თუ
2013-03-28 15:48:01
ინტერვიუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან.- ბატონო ზაზა, 2013 წელი თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო წელია, რა გეგმები გაქვთ ამ წელს და სად აპირებთ მუშაობის
2013-03-27 13:43:16
"Радио Голос России"-ს ინტერვიუ რუს პოლიტოლოგ ალექსანდრე სკაკოვთან.- საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა თავად "გაითხარა პატარა საფლავი", როდესაც თავის დროზე კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. იგი იმედოვნებდა, რომ
2013-03-18 14:43:08
ლიტვური "NewsBalt"-ი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინტერვიუს აქვეყნებს."რუსეთში არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული გავლენიანი ქართველი პარლამენტარი გივი თარგამაძე აღიარებს, რომ ცოტა ხნის წინ ლიტვაში იმყოფებოდა
2013-03-13 11:24:49
ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი "ჯეოქორდი" ფუნქციონირებას 2006 წლიდან იწყებს. საქართველოში ჯერ კიდევ არაპოპულარული დარგი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ამ თემასთან  დაკავშირებით უჯრედული ტექნოლოგიებისა და
2013-03-04 18:38:44
დავით გაგუას კლინიკაში უკვე მეორე წელია, ღია კარის დღეს ჩაეყარა საფუძველი და ერთგვარ ტრადიციათ იქცა. მსურველების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რადგან ამ პროექტის საშუალებით მომავალ დედებს
2013-03-02 13:24:05
  საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რიგით მეორე შეხვედრა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 1 მარტს გაიმართა. შეხვედრის დასრულების
2013-02-24 14:32:26
"Южная Осетия"-ს ინტერვიუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ვალერი იახნოვეცთან. "სამხედრო უწყების შექმნა განპირობებული იყო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის რაზმების ქმედებების კოორდინაციისა და 1990-იან წლებში
2013-02-19 14:11:18
ზოგი თვლის, რომ გლობალიზაცია, რომელსაც ხშირად მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციისა და უნიფიკაციის პროცესსაც უწოდებენ, ისეთ პატარა და ტრადიციულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, დაღუპავს. შესაბამისად,
2013-02-14 11:57:00
18 თებერვალს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მეორე ადგილს პარტია "მემკვიდრეობის" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი რაფი ოვანესიანი იკავებს. აღსანიშნავია, რომ იგი ბევრი სხვა კანდიდატისგან
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 9 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency