Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ინტერვიუ
გრიგორი კარასინი: "წინასაარჩევნოდ საქართველოს შიდაპოლიტიკური მიზნების პროვოკაციების გზით მიღწევის მცდელობის დიდი ცდუნება ექნება"
15:40 06.08.2012

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, "რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში პროვოკაციებს არ გამორიცხავს".

ამის შესახებ კარასინმა 2008 წლის აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით, სააგენტო "იტარ-ტასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ასევე აფხაზეთის საზღვართან მიმდინარე სიტუაციას? არსებობს თუ არა ნორმალიზაციის ნიშნები?

- უპირველესად, მინდა, ერთი პრინციპული დაზუსტება შევიტანო: ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი აღარ არსებობს. ამ კონფლიქტებზე ასე საუბარი 2008 წლის აგვისტომდე შეიძლებოდა. სამწუხაროდ, მათი მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, რომელსაც რუსეთი და საერთაშორისო საზოგადოება მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, 2008 წლის აგვისტოში ამოიწურა, როდესაც ქართულმა მხარემ საერთაშორისო შეთანხმება უხეშად დაარღვია და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდოებების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. შედეგად, პროცესის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესი ჩაიშალა, კოფლიქტებმა საქართველოში კი თავისი საბოლოო გადაწყვეტა მიიღო - ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წარმოქმნით.

ამჟამად ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიებში სრულფასოვანი მონაწილეები არიან. ამ დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების წყალობით, აღმოჩნდა, რომ რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების სისტემის შენარჩუნება მოხერხდა.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მოლენების განვითარება გვაიძულებს კონსტატირება მოვახდინოთ, რომ სტაბილურობა უკიდურესად მყიფე რჩება, ატმოსფერო კი დაძაბული. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეღწევის უცერემონიო სწრაფვამ საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების კრიზისის პროვოცირება გამოიწვია. საქმე იქამდე მივიდა, რომ აფხაზური მხარე იძულებული გახდა, მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი პერსონა ნონ-გრატად გამოეცხადებინა. ამავდროულად, ევროპელი დამკვირვებლები სრულ პასიურობას ავლენენ აქტიურ ტერორისტულ და დივერსიულ საქმიანობებზე, რომელიც გალის რაიონში საქართველოს ტერიტორიიდან ხორციელდება. მათ სამიზნე უპირველესად, აფხაზეთის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები არიან, ბოლო შემთხვევის დროს - 2012 წლის 11 ივლისს თავდასხმა გალის რაიონის სამხედრო კომისარიატის ხელმძღვანელზე განხორციელდა. გარდა ამისა, თბილისის ხელისუფლება სასაზღვრო ზოლზე შეირაღებული რეზერვისტების ფართომასშტაბიან მზადებასაც ახორციელებს.

თბილისი აქტიურად იყენებს საინფორმაციო დივერსიების მეთოდებს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასა და საქართველოს მოსაზღვრე რაიონებში სისტემატიურად ვრცელდება ხმები "შემოდგომაზე მოსალოდნელი ომის შესახებ", რაც რა თქმა უნდა, ნეგატიურ დაძაბულობასა და პროვოკაციების რისკს ზრდის. ასე, რომ სიმშვიდის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.

- თვლით თუ არა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორება პრაქტიკულად გამორიცხულია?

- საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების არაპროგნოზირებადობის გათვალისწინებით, გამორიცხული არაფერია. ჩვენ ვიცით, რომ თბილისი სოხუმსა და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ვალდებულების აღებაზე კვლავ უარს აცხადებს. ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების კამპანია იწყება, ვფიქრობ, რეგიონში ახალი პროვოკაციების ორგანიზების გზით, შიდაპოლიტიკური მიზნების მიღწევის მცდელობის ცდუნება დიდი იქნება. თუმცა შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ მსგავსი სახის ნებისმიერი ავანტიურა ჩავარდნისთვისაა განწირული. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები, რომლებიც ამ რესპუბლიკებში ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე იმყოფებიან, საიმედოდ იცავენ.

- რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობას მათთვის დახმარების აღმოჩენას უწოდებს. მიუხედავად ამისა, რიგი რუსი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ეს თანამშრომლობა არაეფექტურად ვითარდება. თქვენი აზრით, რისი გაკეთებაა საჭიროა, რომ ურთიერთქმედება უფრო წარმატებული, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა კი უფრო დამოუკიდებელი გახდეს?

- რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, თითქმის 4 წლის განმავლობაში ამ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური და ფინანსური საშუალებები იქნა გამოყოფილი. რა თქმა უნდა, ობივატელის თვალსაზრისით, ამ თანხების დახარჯვა რუსეთის შიდა პრობლემების გადასაჭრელად შეიძლებოდა, თუმცა ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი ვალდებულება აქვს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს აგრესიისგან დაცვისა და ამ ახალგაზრდა სახელმწიფოების აღიარებით, ჩვენ მათ მშვიდობიან და სამომავლო კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ავიღეთ და რუსეთის დახმარების გარეშე ეს საკითხები ვერ გადაწყდება.

ჩვენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს უახლოეს მეგობრებად და მეზობლებად განვიხილავთ, რომლებთან განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ამ რესპუბლიკებს ჩვენ ფინანსურ-ეკონომიკურ დახმარებას ვუწევდით და მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს  კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული 2012 წლის მაისში ვლადიმერ პუტინის ალექსანდრე ანქვაბსა და ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე. პირველხარისხოვანი ამოცანა – სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღორძინება და ადამიანების ცხოვრების რეალური გაუმჯობესებაა.

წარმატების მნიშვნელოვანი პირობა რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ გამოყოფილი საშუალებების მიზნობრივი და ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფაა. ამაში მნიშვნელოვანი როლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე მთავრობათაშორის კომისიას. ამჟამად მხარეები აღნიშნულ სფეროში ერთობლივი კონსტროლის მექანიზმის სრულყოფისთვის დამატებით ძალისხმევას იყენებენ. ეს საკითხები როგორც რუსეთის, ისე სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებებისგან ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ, ცნობილია, რომ ამ საკითხებით რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე გოლიკოვაა დაკავებული, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემატიკას კურირებს.

- არსებობს თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკონომიკაში სერიოზული უცხოური ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივა, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ?

- რუსეთის მიერ ამ ახალგაზრდა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც საქართველოს მხრიდან მათზე სამხედრო თავდასხმის დასაცავად გაკეთდა, იქ მსხვილი ინვესტორების ჩასვლისთვის გადამწყვეტი წინაპირობა გახდა. ბიზნესისთვის ხომ აუცილებელი პირველ რიგში, სტაბილურობა და უსაფრთხოებაა. დღეს აფხაზეთში, მაგალითად, ისეთი ცნობილი რუსული კომპანიები მუშაობენ, როგორიცაა РЖД, Роснефть, ბანკი ВТБ. "გაზპრომმა" ძაურიკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობაში სერიოზული საშუალებები ჩადო. რესპუბლიკებში მცირე რუსული ფირმებიც მოქმედებენ.

რესპუბლიკებისადმი უფრო მეტ ყურადღებას სხვა ქვეყნების ეკონომიკური ოპერატორებიც იჩენენ. ცნობილია, მაგალითად, აფხაზეთში თურქული ბიზნესის აქტიურობა. სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას უცხოურ საქმიან წრეებთან კავშირების დამყარება წარმოადგენს, მათ შორის, სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხაზითაც. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მუშაობა, ქართული დიპლომატიის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, თავის შედეგს გამოიღებს.

- რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ დაეთანხმა. გეგმავს თუ არა რუსული მხარე გამოვიდეს რაიმე სახის დოკუმენტის განხილვის ინიციატივით, რომელიც რეგიონში არსებულ პოლიტიკურ რეალობას უფრო მეტად პასუხობს?

- ამა თუ იმ პრობლემის განხილვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ყველა მხარე და თვალსაზრისი ადეკვატურადაა წარმოდგენილი. გაერო-ში დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების რეალურად განხილვა სამწუხაროდ, თბილისისა და ვაშინგტონის ერთობლივი ძალისხმევით, შეუძლებელია. საქართველო ყოველწლიურად წარმოადგენს ღიად პოლიტიზირებულ და დემოგაგიულ რეზოლუციებს ამასთან დაკავშირებით, აშშ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს გაერო-ს შტაბ-ბინაში ჩასასვლელად ვიზაზე რეგულარულად ეუბნება უარს, რაც მათ საერთაშორისო თანამეგობრობამდე საკუთარი მოსაზრების მიტანის საშუალებას არ აძლევს. ეს არასამართლიანია!

მსგავსმა ქმედებებმა დაარწმუნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები უარი თქვან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დევნილების პრობლემების განხილვაზე. მოვლენების ასე განვითარებაზე ბრალი სრულად ქართულ მხარეს და მათ ეკისრებათ, ვინც თბილისს გაერო-ში პოლიტიზირებული დოკუმენტების წარდგენისკენ უბიძგებს.

მიუხედავად ამისა, გარკვეული ოპტიმიზმისთვის საფუძველი ნარჩუნდება. რეგიონში ურთიერთობების კონფრონტაციული მოდელის მშენებლობას გარდაუვლად არ ვთვლი. თუ თბილისში საღი აზრი და რეალიზმი გაიმარჯვებს, დაძაბულობის დაწევის, ნდობის გამყარებისა და ამიერკავკასიაში კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების გზაზე წინსვლა სრულიად შესაძლებელი გახდება.


მაკა ბრეგვაძე
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-15 11:46:04
"იზვესტიას" ინტერვიუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარველაშვილთან.   - რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა. მათ შორის არიან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,
2013-05-01 14:24:40
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა "Gazeta.ua"-სთან.- წინა ხელისუფლების რეფორმები შესაძლოა, ახალი გუნდის მიერ შეჩერდეს?- რეფორმები წარმატებული იყო, თუმცა ახლა
2013-04-25 14:42:41
"Новая газета"-ს ინტერვიუ "კავკასიის ფონდის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან გელა ხმალაძესთან.- "კავკასიის ფონდის" მიერ ორგანიზებულ სემინარებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ამტკიცებენ, გასულ წელს სემინარებს ტამერლან ცარნაევიც
2013-04-14 15:02:41
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სასტარტო საქმიანობა შეფასდეს. რა შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს;
2013-04-04 17:49:08
ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძესთან. - ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა, ზოგადი სურათი რომ შევაფასოთ, რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში, გადაიარა თუ არა
2013-04-03 15:37:13
ახალი ხელისუფლება დაპირებების მარწუხებში არ უნდა მოვაქციოთ. საერთოდ, დაპირებები ყველგან - ევროპასა და აშშ-შიც პოპულარულია. მაგალითად, 2009-2010 წლებში, როცა ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, ამომრჩევლებს
2013-04-01 15:35:24
ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან. - ბატონო ნიკოლოზ, როგორ შეაფასებდით ევროპის სახალხო პარტიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გამართულ ე.წ. წერილების ომს? თუ
2013-03-28 15:48:01
ინტერვიუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან.- ბატონო ზაზა, 2013 წელი თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო წელია, რა გეგმები გაქვთ ამ წელს და სად აპირებთ მუშაობის
2013-03-27 13:43:16
"Радио Голос России"-ს ინტერვიუ რუს პოლიტოლოგ ალექსანდრე სკაკოვთან.- საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა თავად "გაითხარა პატარა საფლავი", როდესაც თავის დროზე კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. იგი იმედოვნებდა, რომ
2013-03-18 14:43:08
ლიტვური "NewsBalt"-ი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინტერვიუს აქვეყნებს."რუსეთში არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული გავლენიანი ქართველი პარლამენტარი გივი თარგამაძე აღიარებს, რომ ცოტა ხნის წინ ლიტვაში იმყოფებოდა
2013-03-13 11:24:49
ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი "ჯეოქორდი" ფუნქციონირებას 2006 წლიდან იწყებს. საქართველოში ჯერ კიდევ არაპოპულარული დარგი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ამ თემასთან  დაკავშირებით უჯრედული ტექნოლოგიებისა და
2013-03-04 18:38:44
დავით გაგუას კლინიკაში უკვე მეორე წელია, ღია კარის დღეს ჩაეყარა საფუძველი და ერთგვარ ტრადიციათ იქცა. მსურველების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რადგან ამ პროექტის საშუალებით მომავალ დედებს
2013-03-02 13:24:05
  საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რიგით მეორე შეხვედრა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 1 მარტს გაიმართა. შეხვედრის დასრულების
2013-02-24 14:32:26
"Южная Осетия"-ს ინტერვიუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ვალერი იახნოვეცთან. "სამხედრო უწყების შექმნა განპირობებული იყო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის რაზმების ქმედებების კოორდინაციისა და 1990-იან წლებში
2013-02-19 14:11:18
ზოგი თვლის, რომ გლობალიზაცია, რომელსაც ხშირად მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციისა და უნიფიკაციის პროცესსაც უწოდებენ, ისეთ პატარა და ტრადიციულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, დაღუპავს. შესაბამისად,
2013-02-14 11:57:00
18 თებერვალს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მეორე ადგილს პარტია "მემკვიდრეობის" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი რაფი ოვანესიანი იკავებს. აღსანიშნავია, რომ იგი ბევრი სხვა კანდიდატისგან
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 9 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency