Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ინტერვიუ
გიორგი ოკრიბელაშვილი: "უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეთა 70% მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს"
13:47 03.08.2012

ინტერვიუ "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის, საბერძნეთის" წარმომადგენელ გიორგი ოკრიბელაშვილთან.

- საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღად მიმდინარე წლის 1 ოქტომბერი გამოაცხადა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ოპტიმალური თარიღია?

- მოდით, დავფიქრდეთ რას ნიშნავს პრეზიდენტის მიერ ამ დღის არჩევა.  ამისათვის ჩავიხედოთ კალენდარში და ვნახავთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი ორშაბათია. მერე რაო იტყვის მავანი,  იგივე პრეზიდენტის ბრძანებულებით ეს დღე გამოცხადდება არასამუშაო დღედ და საქართველოს მოქალაქეებს წყნარ ვითარებაში და რაც მთავარია, კონსტიტუციურ ვადებში მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა "უპრეცედენტოთ გამჭვირვალე, დემოკრატიულ და თავისუფალ" არჩევნებში.  ეს ყველაფერი სრული სიმართლე იქნებოდა ერთი გარემოება რომ არ არსებობდეს. დღეს საქართველოს მოქალაქეების ანუ 25%, (მიგრაციის მსოფლიო ასოციაციის მონაცემებით 1300000 მოქლაქე) ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ, სადაც მართალი რომ გითხრათ, სულ არ აინტერესებთ  რა ბრძანებულებას გამოსცემს საქართველოს პრეზიდენტი და რა დღეს გამოაცხადებს უქმედ.  ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ თუ არ უგუნურობას (არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლა თვლის რომ ემიგრანტები არ უნდა მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში). დიახ, უგუნურობაა, როცა იცი, რომ შენი მოქალაქეების 25% არ ცხოვრობს სამშობლოში და მათ არჩევნებს ორშაბათ დღეს უნიშნავ, თანაც აცხადებ, რომ შენთვის თითოეული მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში მნიშვნელოვანია. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!

- როგორც ცნობილია, ემიგრანტებმა საკონსულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება გააპროტესტეს, რომელიც შემდეგ შეიცვალა კიდეც. როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილება საკმარისია იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება აღარ გაუჭირდეთ?

- მოდით, უფრო ჩავუღრმავდეთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, რატომ კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ ემიგრანტს მაქსიმალურად გაუჭირდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და რა შეიძლება, მოყვეს ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებებს.

როგორც მოგეხსენებათ, ემიგრანტებისათვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში მოხვედრის ერთად ერთი ლეგალური გზა არის საკონსულო რეგისტრაციის გავლა ადგილსამყოფელი ქვეყნის საკონსულო სამსახურში. აგრეთვე საკონსულო სამსახურებში დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენი უბანი გაიხსნება ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე და ასევე მნიშვნელოვანია, სად გაიხსნება ეს უბნები.  მოდით, გავიაროთ საკონსულო რეგისტრაციის საკითხები საბერძნეთში მცხოვრები მოქალაქეების მაგალითებზე. (ყველაზე პესიმისტური გათვლით, დღეს საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალის და არალეგალის სატატუსით საქართველოს 150000 მოქალაქე ცხოვრობს). საკონსულო რეგისტრაციის გავლის 3 გზა არსებობს: მიხვიდე საქართველოს საკონსულოში და გაიარო რეგისტრაცია, ისარგებლო სამოქალაქო რეესტრის ონლაინ მომსახურეობით, ინტერნეტით გააკათო განაცხადი რეგისტრაციაზე, შემდეგ კი ბარათის მისაღებად ისევ მიაკითხოთ საკონსულოს ან ფოსტის საშუალებით გაუგზავნოთ საკონსულოს დოკუმენტები და ამის შემდეგ ბარათის მისაღებად მიხვიდეთ საკონსულოში. როგორც ხედავთ, სამივე შემთხვევაში მოქალაქეს საკონსულო სამსახურში ფიზიკურად მისვლა სჭირდება. სწორედ ესაა პირველი დაბრკოლება: საქმე იმაშია, რომ საკონსულო სამსახური მოქალაქეთა მიღებას მხოლოდ სამუშაო დღეებში და თანაც დილის საათებში ახორციელებს. ამ დღეებში კი საქართველოს მოქალაქეები მუშაობენ და ფიზიკურად ვერ ახერხებენ მისვლას. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომაზე დაიგეგმა, უცხოეთში (კერძოდ საბერძნეთში) მცხოვრებმა საქართველოს უამრავმა მოქალაქემ გადაწყვიტა დამდგარიყო საკონსულო აღრიცხვაზე. შესაბამისად. მოიმატა განცხადებების ოდენობამაც, მაგრამ 2012 წლის 11 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი ბრძანებით N158 შეცვალა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც მოქალაქემ აუცილებლად უნდა წარუდგინოს საკონსულო სამსახურს რეგისტრაციის გასავლელად. ამ ჩამონათვალში გაჩნდა დ პუნქტი, რომელიც ითხოვს, რომ მოქალაქემ წარადგინოს ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან უცხოეთში. ამ ერთი თითქოს უმნიშვნელო შესწორებით, ეჭვქვეშ დადგა სრულიად ემიგრაციის (მიუხედავად სტატუსისა) არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, რადგან ბევრ ქვეყანაში ასეთი ცნობა უბრალოდ, არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ემიგრანტების არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ახალი ბრძანებით N173 შეარბილა მოთხოვნა და განმარტა, რომ მიიღებს სხვა აღიარებულ დოკუმენტსაც. ამით თითქოს, გამოსწორდა ლეგალური სტატუსის მქონე მოქალაქეთა მდგომარეობა, მაგრამ მინდა, ავღნიშნო რომ ესაა ზღვაში წვეთი. დღეს კვლავ არ არსებობს არანაირი გზა რომ არალეგალურად მყოფმა მოქალაქემ გაიაროს რეგისტრაცია. იგივე ცვლილებები შეეხო ონლაინ მომსახურებასაც, რომელიც თავისი ტექნიკური მოთხოვნებით იმდენად რთული იყო, რომ კომპიუტერის მოყვარულ მოხმარებელსაც კი უჭირდა რეგისტრაცია. კერძოდ, მოთხოვნილი სურათის პარამეტრები იმდენად რთული იყო რომ მისი ატვირთვა შეუძლებელი იყო, აგრეთვე ძალიან დიდ დროს იკავებდა ვიზუალური გასაუბრება სააგენტოს წარმომადგენელთან (საშუალოდ ერთი რეგისტრაცია იკავებდა 1-2 საათს). მიუხედავად ამის, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსულოს სამუშაო საათები და მისი ადგილმდებარეობა სრულიად არ შეესაბამება მოთხოვნებს, ეს გზა რჩებოდა სერიოზულ ინსტრუმენტად მოქალაქეებისთვის, მაგრამ ახლა ეს პროცედურა ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა, რადგან საჭიროებს სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვას.

- თქვენი აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების რა რაოდენობა ვერ შეძლებს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?

- გვინდა, გულისტკივილით ავღნიშნოთ რომ აღნიშნული პროცედურის გართულებამ გამოიწვია ის, რომ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეთა 70% მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ისინი, ვინც არალეგალურად არიან უცხოეთში, განსაკუთრებით ეს ცვლილებები შეეხებათ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ და კანადა, არადა სწორედ ამ ქვეყნებშია კონცენტრირებული საქართველოს ემიგრაციის დიდი ნაწილი და ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ესაა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები. ასევე სიტუაციას უკიდურესად ართულებს არჩევნების თარიღად ორშაბათი დღის გამოცხადება. ყოველივე ზემოთ თქმულიდან უკვე აშკარაა, რომ 2012 წელს ჩასატარებელი არჩევნების დემოკრატიულობა ეჭვქვეშ დგება და აუცილებელია ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა გაიმართოს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

თეა მიროტაძე
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-15 11:46:04
"იზვესტიას" ინტერვიუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარველაშვილთან.   - რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა. მათ შორის არიან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,
2013-05-01 14:24:40
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა "Gazeta.ua"-სთან.- წინა ხელისუფლების რეფორმები შესაძლოა, ახალი გუნდის მიერ შეჩერდეს?- რეფორმები წარმატებული იყო, თუმცა ახლა
2013-04-25 14:42:41
"Новая газета"-ს ინტერვიუ "კავკასიის ფონდის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან გელა ხმალაძესთან.- "კავკასიის ფონდის" მიერ ორგანიზებულ სემინარებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ამტკიცებენ, გასულ წელს სემინარებს ტამერლან ცარნაევიც
2013-04-14 15:02:41
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სასტარტო საქმიანობა შეფასდეს. რა შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს;
2013-04-04 17:49:08
ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძესთან. - ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა, ზოგადი სურათი რომ შევაფასოთ, რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში, გადაიარა თუ არა
2013-04-03 15:37:13
ახალი ხელისუფლება დაპირებების მარწუხებში არ უნდა მოვაქციოთ. საერთოდ, დაპირებები ყველგან - ევროპასა და აშშ-შიც პოპულარულია. მაგალითად, 2009-2010 წლებში, როცა ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, ამომრჩევლებს
2013-04-01 15:35:24
ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან. - ბატონო ნიკოლოზ, როგორ შეაფასებდით ევროპის სახალხო პარტიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გამართულ ე.წ. წერილების ომს? თუ
2013-03-28 15:48:01
ინტერვიუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან.- ბატონო ზაზა, 2013 წელი თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო წელია, რა გეგმები გაქვთ ამ წელს და სად აპირებთ მუშაობის
2013-03-27 13:43:16
"Радио Голос России"-ს ინტერვიუ რუს პოლიტოლოგ ალექსანდრე სკაკოვთან.- საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა თავად "გაითხარა პატარა საფლავი", როდესაც თავის დროზე კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. იგი იმედოვნებდა, რომ
2013-03-18 14:43:08
ლიტვური "NewsBalt"-ი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინტერვიუს აქვეყნებს."რუსეთში არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული გავლენიანი ქართველი პარლამენტარი გივი თარგამაძე აღიარებს, რომ ცოტა ხნის წინ ლიტვაში იმყოფებოდა
2013-03-13 11:24:49
ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი "ჯეოქორდი" ფუნქციონირებას 2006 წლიდან იწყებს. საქართველოში ჯერ კიდევ არაპოპულარული დარგი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ამ თემასთან  დაკავშირებით უჯრედული ტექნოლოგიებისა და
2013-03-04 18:38:44
დავით გაგუას კლინიკაში უკვე მეორე წელია, ღია კარის დღეს ჩაეყარა საფუძველი და ერთგვარ ტრადიციათ იქცა. მსურველების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რადგან ამ პროექტის საშუალებით მომავალ დედებს
2013-03-02 13:24:05
  საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რიგით მეორე შეხვედრა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 1 მარტს გაიმართა. შეხვედრის დასრულების
2013-02-24 14:32:26
"Южная Осетия"-ს ინტერვიუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ვალერი იახნოვეცთან. "სამხედრო უწყების შექმნა განპირობებული იყო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის რაზმების ქმედებების კოორდინაციისა და 1990-იან წლებში
2013-02-19 14:11:18
ზოგი თვლის, რომ გლობალიზაცია, რომელსაც ხშირად მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციისა და უნიფიკაციის პროცესსაც უწოდებენ, ისეთ პატარა და ტრადიციულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, დაღუპავს. შესაბამისად,
2013-02-14 11:57:00
18 თებერვალს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მეორე ადგილს პარტია "მემკვიდრეობის" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი რაფი ოვანესიანი იკავებს. აღსანიშნავია, რომ იგი ბევრი სხვა კანდიდატისგან
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 9 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency