Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ინტერვიუ
ცხინვალი აღიარებს, რომ ზარდიაანთკარში ოსებს არ ავიწროვებენ, თუმცა ქართული საგუშაგოს გადატანას მაინც დაჟინებით მოითხოვს
18:55 14.07.2012

მიმდინარე წლის 29 ივნისს  ქართულმა მხარემ საქართველოს მიერ კონტროლირებად სოფელ ზარდიაანთკარში პოლიციის საგუშაგო სოფლის დასაწყისიდან შუაგულისკენ გადაიტანა და განაცხადა, რომ ეს სოფელში დაბრუნების მსურველი ქართველების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გაკეთდა. თუმცა აღნიშნული განმარტება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც ცხინვალი ამტკიცებს, "სოფლის ოსი ეროვნების მოსახლეობამ, რომლებსაც 1991-1992 წლებში ქართული პოლიციის ქმედებები კარგად ახსოვთ, სოფელი დატოვა და დახმარებისთვის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მიმართა". აღნიშნულთან დაკავშირებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 1 ივლისს საგანგებო სხდომა გაიმართა.

კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა დღეს უკვე სოფელ ზარდიაანთკარში გაიმართა, რომელთან დაკავშირებითაც ოსური სააგენტო "რესი" ოსური დელეგაციის ხელმძღვანელს ხოხ გაგლოევს ესაუბრა.


- დღევანდელმა შეხვედრამ ვერანაირი სერიოზული შედეგი ვერ მოიტანა. ოსური მხარის მთავარ პირობად საგუშაგოს ძველ ადგილზე გადატანის მოთხოვნა რჩება, თუმცა ქართული მხარე ამაზე ჯერჯერობით არ მოდის. მათ საუბარი დიალოგის სიბრტყეში გადაიყვანეს და სოფლის ოსი ეროვნების მოქალაქეებს უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდნენ. ჩვენ, ჩვენის მხრივ, აღვნიშნეთ, რომ მსგავსი გარანტიების წარმოდგენისთვის საქართველოს დრო აქამდეც ჰქონდა. მსგავსი დაპირებები ჩვენ პირველ საგანგებო შეხვედრაზეც მოვისმინეთ, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შედეგი და წინსვლა არ არის.

- ქართველი პოლიციელები ამ სოფლის ოსი ეროვნების მოსახლეობას რაიმე თვალსაზრისით ავისწროებენ?


- არა, ამ ადამიანებს არავინ არაფერს უშავებს.

- მაშინ, ამ შემთხვევაში, რისი ეშინიათ მათ?

- საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ მოსახლეობამ გამოსცადა საკუთარ თავზე 1991-1992 წლებში ქართული აგრესიის ყველა საშინელება. ბევრი როგორღაც გადარჩა, სხვებს კი ახლობლები თვალწინ მოუკლეს. ეს ის ხალხია, რომლებმაც ბევრი გადაიტანა. ისინი ამბობენ, რომ არ შეუძლიათ, იცხოვრონ იქ, სადაც სოფლის შუაგულში ქართული პოლიციის საგუშაგოა. უბრალო გლეხებისთვის ეს შეიარაღებული ქართველები არიან ფორმაში. ეს მათ აშინებთ და 1991-1992 წლების რთულ დღეებს ახსენებთ.

- ადრე ქართულმა მხარემ საგუშაგოს სოფლის თავიდან გადატანა იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფით ახსნა, რომლებსაც სოფელში დაბრუნება სურთ. ვინმე დაბრუნდა?

- ამ დროისთვის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არავინ დაბრუნებულა. ეს არის საქართველოს შიდა ტერიტორია და ჩვენ არ შეგვიძლია, გავლენის მოხდენა იმაზე, რაც იქ ხდება. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ადგილი ჰქონდა ქმედებას, რომლის შედეგად, ოსი ეროვნების მოქალაქეებმა ამ სოფელში საცხოვრებელი სახლები მასობრივად დატოვეს და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართეს.

- ეს ადამიანები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ?

- არა, ისინი ჯერჯერობით სამხრეთ ოსეთში ნათესავებთან ცხოვრობენ.

- რით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა?


- დასასრულს ნათქვამი იქნა, რომ ქართული მხარე სოფლის იმ მოსახლეობის შეხვედრის ორგანიზებას მოახდენს, რომლებმაც სოფელი დატოვეს და რომელთაც დაბრუნება სურთ. შეხვედრა, მათი თქმით, ჰუმანიტარული ხასიათის იქნება. ჩვენ ჩვენის მხრივ, აღნიშნეთ, რომ ეს არის საქართველოს შიდა საქმე, მაგრამ არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყდეს. ვნახოთ, მიგვიყვანს თუ არა ასეთი გადაწყვეტა დადებით შედეგამდე.

- როდის იგეგმება შეხვედრის გამართვა?

- კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ ყოფილა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 26 ივლისს უნდა გაიმართოს და ქართულმა მხარემ მასზე უკვე რაღაც შედეგები უნდა წარმოადგინოს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის შეხვედრა ამ თარიღამდე უნდა გაიმართოს.

- რას ამბობენ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა მონაწილეობითაც აღნიშნული შეხვედრები ტარდება?


- პირველ შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აღნიშნული ინციდენტი ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლების პასუხისმგებლობის ზონაში მოხდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საკითხი მათ მიერ საკმარისად შესწავლილი არ იყო და ასეთი შედეგები ამიტომ მოჰყვა.

- ვალდებული არიან თუ არა დამკვირვებლები ოსურ მხარეს საგუშაგოს გადაადგილების შესახებ აცნობონ იმის გათვალისწინებით, რომ ზარდიაანთკარი მათი პასუხისმგებლობის ზონაში მდებარეობს? დავუშვათ, "ცხელი
ხაზის" დახმარებით...


- ასეც არ არის. ისინი მოსაზღვრე რაიონებში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან. უნდა გავიგოთ, რომ შესაძლოა, მათ შეტყობინებაც ვერ მოასწრეს, რამდენადაც ადამიანებმა ჩვენ ძალიან სწრაფად მოგვმართეს. რაც შეეხება "ცხელ ხაზს", ეს ცალკეული რთული ტექნიკური სისტემა არ არის, ეს არის უბრალოდ ტელეფონი, რომლითაც მხარეები ერთმანეთს ინფორმაციას მაქსიმალურად სწრაფად აწვდიან.

- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიალოგი შემდეგ შეხვედრაზეც გაგრძელდება?

- დიახ. თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართული "მშვიდობის პოლიტიკის" გასაოცარი შედეგების მოწმეები ვართ იმიტომ, რომ 1 ივლისის შეხვედრაზე აღნიშნული იქნა, რომ ქართული საგუშაგოს გადატანა მიმართული იყო ამ სოფლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ და რომ ოსებმა და ქართველებმა მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ. თუმცა პრაქტიკაში ჩვენ ვხედავთ, რომ ოსებსა და ქართველებს შორის მშვიდობას ქართული პოლიტიკის რეალიზაციის კონტექსტში, როგორც მინიმუმ ამ შემთხვევაში, მივყავართ იქამდე, რომ ოსები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ.

მაკა ბრეგვაძე 
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-23 15:02:24
30 მაისს მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" და სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევათა ცენტრ "გორბის" ინიციატივით ტრადიციული მე-14 ბიზნესრეიტინგი ჩატარდება, რომლის მთავარ ამოცანასაც წლის საუკეთესო ბიზნესკომპანიის და ბიზნესმენის
2013-05-21 11:59:59
ინტერვიუ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ მრჩეველ მექა ხანგოშვილთან.   - როგორ შეაფასებთ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ხელახალი საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას?   -
2013-05-15 11:46:04
"იზვესტიას" ინტერვიუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარველაშვილთან.   - რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა. მათ შორის არიან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,
2013-05-01 14:24:40
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა "Gazeta.ua"-სთან.- წინა ხელისუფლების რეფორმები შესაძლოა, ახალი გუნდის მიერ შეჩერდეს?- რეფორმები წარმატებული იყო, თუმცა ახლა
2013-04-25 14:42:41
"Новая газета"-ს ინტერვიუ "კავკასიის ფონდის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან გელა ხმალაძესთან.- "კავკასიის ფონდის" მიერ ორგანიზებულ სემინარებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ამტკიცებენ, გასულ წელს სემინარებს ტამერლან ცარნაევიც
2013-04-14 15:02:41
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სასტარტო საქმიანობა შეფასდეს. რა შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს;
2013-04-04 17:49:08
ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძესთან. - ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა, ზოგადი სურათი რომ შევაფასოთ, რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში, გადაიარა თუ არა
2013-04-03 15:37:13
ახალი ხელისუფლება დაპირებების მარწუხებში არ უნდა მოვაქციოთ. საერთოდ, დაპირებები ყველგან - ევროპასა და აშშ-შიც პოპულარულია. მაგალითად, 2009-2010 წლებში, როცა ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, ამომრჩევლებს
2013-04-01 15:35:24
ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან. - ბატონო ნიკოლოზ, როგორ შეაფასებდით ევროპის სახალხო პარტიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გამართულ ე.წ. წერილების ომს? თუ
2013-03-28 15:48:01
ინტერვიუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან.- ბატონო ზაზა, 2013 წელი თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო წელია, რა გეგმები გაქვთ ამ წელს და სად აპირებთ მუშაობის
2013-03-27 13:43:16
"Радио Голос России"-ს ინტერვიუ რუს პოლიტოლოგ ალექსანდრე სკაკოვთან.- საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა თავად "გაითხარა პატარა საფლავი", როდესაც თავის დროზე კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. იგი იმედოვნებდა, რომ
2013-03-18 14:43:08
ლიტვური "NewsBalt"-ი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინტერვიუს აქვეყნებს."რუსეთში არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული გავლენიანი ქართველი პარლამენტარი გივი თარგამაძე აღიარებს, რომ ცოტა ხნის წინ ლიტვაში იმყოფებოდა
2013-03-13 11:24:49
ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი "ჯეოქორდი" ფუნქციონირებას 2006 წლიდან იწყებს. საქართველოში ჯერ კიდევ არაპოპულარული დარგი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ამ თემასთან  დაკავშირებით უჯრედული ტექნოლოგიებისა და
2013-03-04 18:38:44
დავით გაგუას კლინიკაში უკვე მეორე წელია, ღია კარის დღეს ჩაეყარა საფუძველი და ერთგვარ ტრადიციათ იქცა. მსურველების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რადგან ამ პროექტის საშუალებით მომავალ დედებს
2013-03-02 13:24:05
  საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რიგით მეორე შეხვედრა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 1 მარტს გაიმართა. შეხვედრის დასრულების
2013-02-24 14:32:26
"Южная Осетия"-ს ინტერვიუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ვალერი იახნოვეცთან. "სამხედრო უწყების შექმნა განპირობებული იყო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის რაზმების ქმედებების კოორდინაციისა და 1990-იან წლებში
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 9 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency