Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანალიტიკა
კახა კახიშვილი: "ცსკ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი – ქართულ ოცნებას" #7-ს არ მისცემს"
12:00 18.08.2012

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ელის, რომ ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებისათვის" საარჩევნო რიგითი ნომრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მას #7-ს არ მისცემს. კახიშვილი ამბობს, რომ ბლოკის მიერ არჩეულ #7-ის მიცემაზე უარის თქმა ხელისუფლებისათვის კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნორმალური საარჩევნო კამპანია ვერ აწარმოოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ბლოკისთვის მათ მიერ არჩეული ნომრის მიცემაზე უარის თქმის საფუძველს კახიშვილი პირველ რიგში, ცსკ-ის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკის იმ ნაწილში ხედავს, რომელიც სწორედ საარჩევნო ბლოკებისთვის რიგითობის განსაზღვრას ეხება. კერძოდ, ღონისძიებათა გრაფიკში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 21 მაისის არჩევნების ბლოკის ნომრის გამოყენების უფლება მხოლოდ იმ პარტიებს ეძლევა, რომლებიც აღნიშნულ არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. თავის მხრივ ბლოკი "ქართული ოცნება" არჩევნებში მასში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის "კონსერვატიულ პარტიის" კუთვნილი #7-ის გამოყენებას აპირებს, რომელიც ზვიად ძიძიგურის პარტიას 2008 წლის არჩევნებიდან ერგო, თუმცა ივანიშვილის ბლოკში ორი ისეთი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ეს ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" და თავად "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა".

აღნიშნულთან დაკავშირებით კახა კახიშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ცსკ ბლოკებისთვის რიგითი ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის ახლებურ ინტერპრეტირებას ახდენს, ყურადღებას კი, ამ მიმართულებით 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილ პრეცედენტზე ამახვილებს. 

"2010 წლის არჩევნებისას რეგისტრირებულმა საარჩევნო ბლოკებმა იმ დროისთვის მოქმედი "საარჩევნო კოდექსის" 120-ე მუხლის მე-9 პუნქტით ისარგებლეს, სადაც ეწერა, რომ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება წილისყრით, რომელიც კოდექსის 99-ე მუხლის მეორე და მეექვსე პუნქტების თანახმად იმართება. თავის მხრივ აღნიშნული პუნქტები განსაზღვრავდა რიგითი ნომრის მინიჭებას საპარლამენტო არჩევნების დროს. ამასთან, "საარჩევნო კოდექსის" ძველი რედაქციის 99-ე მუხლში რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი ზუსტად ისევეა რეგულირებული, როგორც სადღეისოდ მოქმედ კოდექსის 119-ე მუხლის მეოთხე პუნქტში. ამიტომ ისმის შეკითხვა, თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისიას ახალი კოდექსის 119-ე მუხლის მეოთხე პუნქტი იმგვარად ესმის, რომ ძველი საარჩევნო ნომრის გამოყენება ბლოკში შემავალ მხოლოდ იმ პარტიებს შეუძლიათ, რომლებიც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, მაშინ ძველ კოდექსის ზუსტად ასეთივე შინაარსის ჩანაწერი ამგვარად რატომ არ ესმოდათ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროსაც, როცა ძველი რიგითი ნომერი მიანიჭეს ქდმ-ს, ალიანსს და ეროვნულ საბჭოს ბლოკებს, რომელთა შემადგენლობაში ისეთი პარტიები შედიოდნენ, რომლებსაც 2008 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდათ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ზუსტად იმ შემადგენლობის ცსკ-მ ჩაატარა, რომელიც ახლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უწევს ორგანიზებას და საინტერესოა, ერთი და იგივე ადამიანებს ერთი და იმავე შინაარსის ნორმების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირების სურვილი რატომ გაუჩნდათ?!" - განუცხადა "პირWელს" კახა კახიშვილმა.     
                         
თავის მხრივ კახიშვილი ეჭვობს, რომ ამ შემთხვევაში ცსკ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, იმასთან დაკავშირებით კი რატომ არ სურთ 2010 წლის არჩევნების ანალოგიის განმეორება და ბიძინა ივანიშვილის ბლოკისთვის #7-ის მიცემა, რამდენიმე მიზეზს ასახელებს. 

"ნომერი – 7 არის ძალიან პოპულარული და საქართველოში რელიგიასთან ასოცირდება. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობს, "ქართულ ოცნებას" სათანადო ოპონირების წარმოებისთვის საჭირო ფინანსები არ ჰქონდეს. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ "ქართულ ოცნებას" უკვე დაბეჭდილი აქვს ისეთი სააგიტაციო მასალები, სადაც ნომერი 7-ია მითითებული. ახლა როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად 25 აგვისტოს ბლოკების ნომრების განსაზღვრას დაიწყებს, თუკი "ქართულ ოცნებას" #7-ს არ განუსაზღვრავს, გამოდის, რომ მანამდე დაბეჭდილი ყველა სააგიტაციო მასალა, სადაც 7 იყო მითითებული, გადასაყრელია, იმიტომ რომ მას სულ სხვა ნომერი ექნება მიცემული. ამავდროულად, ახალი მასალების დაბეჭდვას თანხები სჭირდება, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ იბლოკება" - აცხადებს კახიშვილი.
 
ამავდროულად, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომელმაც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი პაატა დავითაიას პოლიტიკურ გაერთიანებასთან ერთად შექმნა, მაგრამ მასში "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" არ შეიყვანა. ეს ქდმ-ის სატელიტი პარტიაა, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შეიქმნა, ბლოკის ფარგლებში თვითმმართველობის არჩევნებში ბარიერი გადალახა და კვალიფიციური სუბიექტი გახდა, თუმცა ახლა თარგამაძე-დავითაიას ბლოკში წარმოდგენილი არ არის. კახიშვილი დარწმუნებულია, რომ "ქდმ-მ იცოდა ბლოკებისათვის საარჩევნო ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებული ნორმის ასეთი ინტერპრეტაცია რომ მოხდებოდა და თავის მხრივ #10-ის დაკარგვის საფრთხე აიცილა თავიდან".

კახიშვილი იმასაც ამბობს, რომ თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია "ქართულ ოცნებას" #7-ს არ მისცემს, მისი ამ გადაწყვეტილებით  გამოვა, რომ მათ 2010 წლის არჩევნებისას მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის რეგულაციები დაარღვიეს, რადგან საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნებში მონაწილეობა იმ ნომრებით მიიღეს, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ.

"ამით 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები კითხვის ქვეშ დადგება" - დასძინა კახიშვილმა.

ცნობისთვის, #7-თან დაკავშირებული ისტორია ასეთია: - აღნიშნული ნომერი "კონსერვატიულ პარტიას" 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მემკვიდრეობით მოჰყვება. მაშინ #7-ით გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკმა ისარგებლა, რომელშიც ზვიად ძიძიგურის პარტია ბლოკის სათავეში იდგა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში #7-ით "ეროვნული საბჭო" მონაწილეობდა და მანაც ბლოკის წევრი "კონსერვატორების" საარჩევნო ნომერი გამოიყენა.

ზუსტად ამ პრაქტიკით სარგებლობას გეგმავს ახლა ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", რომელმაც რეგისტაციისთვის ცსკ-ში წარდგენილ წესდებაში ბლოკის ნომრად სწორედ 7 მიუთითა.

ნათია ინაური 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-08 21:08:38
საქართველო მოწადინებულია  ევროკავშირს დაუახლოვდეს. მიუხედავად შიდა პოლიტიკური უთანხმოებისა, ქვეყანა ევროპული კურსის მატარებელია. რუსეთი  ყოფილი მოწინააღმდეგის საგარეო პოლიტიკას გულმოდგინედ ადევნებს თვალყურს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში
2013-05-08 14:21:23
აპრილში ჟურნალ "ტაბულას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩემი წერილი (http://www.tabula.ge/article-30601.html), სადაც გამოვთქვამდი იმედს, რომ ევროპის საბჭოს მაისის თვის მინისტერიალის დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების საკითხის შეტანით, საქართველოს
2013-05-01 17:17:52
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, "მე-5 მუხლი არის ის, რისთვისაც ნატო არსებობს და მასზე უარის თქმა არა, მაგრამ განსხვავებული ფორმულირებება შეიძლება, ოკუპირებული
2013-04-29 20:13:31
"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, საქართველოს ახალი ხელისუფლება 20 წლის წინ თბილისის გარეუბანში, მანქანაში მოკლული აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის ფრედი ვუდრაფის სკანდალური საქმის გამოძიებას აპირებს."საქმე სათანადოდ
2013-04-29 17:37:00
დაახლოებით ათი წლის წინ იმ დროისთვის ახალგაზრდა სტუდენტი ანა ლოლიაშვილი იმ დემონსტრანტებს შორის იყო, რომლებიც თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ, რომლის შედეგადაც "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი
2013-04-26 19:00:34
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო და გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე აღადგინა.ბართაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე თვის
2013-04-18 19:01:34
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ე.წ. ლიბერალური ფრთაც გამოეყოფა. ექსპერტის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება
2013-04-16 11:40:07
სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის გადაწყვეტილებას გამოკითხულთა უმრავლესობა აბსოლუტურად მისაღებად მიიჩნევს.საინფორმაციო სააგენტო "პირWელის" ონლაინ-გამოკითხვაში, რომელიც 10 აპრილიდან მიმდინარეობდა, 1380-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი 79.35% სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემას
2013-04-14 17:18:36
პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის აზრით, თუ ქართული ენის ტექნოლოგიზება არ მოხდა, ის თანამედროვე მსოფლიოში კულტურული ენის ფუნქციას დაკარგავს. ამის შესახებ ფუტკარაძემ "პირWელს" საქართველოს საპარტრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი
2013-04-11 17:12:55
იურისტი ლევან ალაფიშვილი ახალი მთავრობის მხრიდან გამოკვეთილ არსებით შეცდომებზე საუბრობს.   ამის შესახებ ალაფიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:   "გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან არ არის
2013-04-04 12:27:44
ისტორიის დოქტორის თორნიკე შურღულაიას განცხადებით "საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ფუნქცია დაკარგა". როგორც "პირWელს" შურღულაიამ განუცხადა, "ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით აუცილებელია, ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად
2013-04-01 16:55:33
ძვირფასო მკითხველო, მითი, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 წლის გამოუცდელი, ახალგაზრდა მინისტრი ხელმძღვანელობს, - დაიმსხვრა! დიახ, ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, საკმაოდ სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ
2013-03-29 15:57:08
"ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური და არა ისეთი, როგორც დღეს ხდება - ერთ-ორ საწარმოს გახსნიან და ორი წლის განმავლობაში იმას
2013-03-27 19:13:09
სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი არ გამორიცხავს, რომ "დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე" ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებად ვიხილოთ.ამის შესახებ რუსეცკიმ
2013-03-21 19:55:34
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით, "ბუნდესთაგის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის, ადამიანის უფლებათა დამცველის კრისტოფ შტრასერის განცხადება კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ  საქართველოში წინა
2013-03-19 18:05:46
"რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის" რატიფიცირების ვალდებულება საქართველომ 1999 წელს აიღო, როდესაც ევროსაბჭოს წევრი გახდა, თუმცა ეს პროცესი დღემდე შეჩერებულია. რამდენიმე დღის წინ
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 13 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency