Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანალიტიკა
BBC-ის შეფასებით, "ძალაუფლებისთვის ბრძოლამ საქართველოს საზოგადოების შუაგულში ბზარი გააჩინა"
10:57 09.08.2012

BBC-ის შეფასებით, "ძალაუფლებისთვის ბრძოლამ საქართველოს საზოგადოების შუაგულში ბზარი გააჩინა".

ამის შესახებ დემიან მაკგინესი წერს სტატიაში "ქართული არჩევნები: ბრძოლა ქვეყნის გულისთვის", რომლის ქართულ ვერსიას FOREIGNPRESS აქვეყნებს.

"საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება. მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყნის დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება. გასული წლის ბოლომდე ისე ჩანდა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტია არჩევნებს ადვილად მოიგებდა - მოსაბეზრებლად პროგნოზირებადი ვითარება, რომელიც მისასალმებელია ქვეყნისათვის, სადაც არჩევნებმა შეიძლება, კრიზისი და არასტაბილურობა გამოიწვიოს. მაგრამ ახლა საქართველოს პოლიტიკაში  არაპოროგნოზირებადი სიტუაცია დაბრუნდა. ქვეყნის ყველაზე  მდიდარმა კაცმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მმართველ პარტიას ხელისუფლებიდან გააძევებს. და ბრძოლამ საზარელი სახე მიიღო", - წერს BBC.

ამასთან, BBC აღნიშნავს, რომ "ამ ორ მხარეს შორის კონკრეტული პოლიტიკის კონტექსტში ძალიან დიდი განსხვავება არ არის, ორივემ  განაცხადა თავისი ამბიციური გეგმის შესახებ - დაძლიონ სიღარიბის მაღალი დონე საქართველოში, მაგრამ ძალაუფლებისთვის ბრძოლამ საქართველოს საზოგადოების შუაგულში ბზარი გააჩინა".

"იმის გამო, რომ მას ქველმოქმედის და ფილანტროპის რეპუტაცია აქვს, ივანიშვილი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს ღარიბ მოსახლეობას შორის, რომელსაც დღევანდელ ნეო-ლიბერალურ ქართულ ეკონომიკაში ბრძოლა უწევს. მისი დაფინანსებულია საჯარო შენობები თბილისში, მათ შორის საკათედრო ტაძარი და უნივერსიტეტი. 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ის პირველ წლებში პარლამენტარებს ხელფასს უხდიდა და პოლიციისთვის უნიფორმას ყიდულობდა. როდესაც ბაზარში გამყიდველებს ელაპარაკები, ადამიანებს, რომლებიც დღეში რამდენიმე დოლარს ძლივს შოულობენ, ივანიშვილის სახელის ხსენებაზე, ისინი ცერა თითს მაღლა წევენ, თუმცა იმ კონკრეტული მიზეზის მოძიება, თუ რატომ უყვართ, ძნელია. "კარგი კაცია", -  ასეთია ჩვეული პასუხი. ბაზარში ძნელად გადაეყრები ვინმეს, ვინც მთავრობას უჭერს მხარს. ივანიშვილს ბევრი მოხუცი ქართველიც უჭერს მხარს, ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ახალგაზრდა, მოსაზრებულმა ელიტამ ისინი უკან მოიტოვა. ხოლო ქალაქელი ინტელექტუალები პრეზიდენტს ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის სასამართლოებს და მეინსტრიმულ მედიას აკონტროლებს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ მგზნებარედ პრო-დასავლურმა მთავრობამ საქართველოს არტისტულ და ინტელექტუალურ ტრადიციებს ძირი გამოუთხარა, უფრო ზერელე ამერიკული საზოგადოების სასარგებლოდ. მაგრამ ბევრ სხვა ქართველს, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს, ომით გახლეჩილი, კრიმინალით მოცული 1990-იანი წლები, მიაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდმა უპრეცედენტო სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდი მოიტანა. და მისი მთავრობა ღიაა და ტოლერანტულია რელიგიური, სექსუალური და ეთნიკური უმცირესობებისადმი, როცა ივანიშვილის ზოგიერთი კოლეგა შემაშფოთებლად ნაციონალისტია. როდესაც 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან საბჭოთა ეპოქის კორუმპირებული ელიტა ჩამოიშორა. აღასრულა ბევრი ის დაპირება, რომელიც ხმაურიან მასებს პარლამენტის შენობის კიბეებიდან მისცა – ის მკაცრი იყო კრიმინალებთან, ცხოვრება უხიფათო გახადა და ელექტროენერგია დააბრუნა. ბევრ ამომრჩეველს ეშინია, რომ სააკაშვილის მმართველი პარტიის გარეშე, ქვეყანა ქაოსში დაბრუნდება. ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაძაბულობაც იზრდება. ორივე მხარის მხარდამჭერებს შორის მუშტი-კრივი ხშირია. დასავლელი დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ არჩევნები შედარებით მშვიდობიანად ჩაივლის, მაგრამ სასწორზე ძალიან ბევრია დადებული. პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია ყველა დამოუკიდებელი წყაროებით დაფინანსებული და პატივსაცემი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში ლიდერობს, თუმცა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ამ მონაცემებს არ ეთანხმება და უარი თქვა იმ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელიც არჩევნების შედეგების მშვიდობიანი აღიარების პირობას წარმოადგენს. ამან გააჩინა შიში იმისა, რომ ოპოზიცია, შედეგებს ალბათ, არ მიიღებს, რაც არეულობამდე მივა. მაგრამ ეს არჩევნები ასევე უდიდესი გამოწვევაა პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიისათვის. დასავლეთში არჩევნები აღიქმება როგორც ლაკმუსის ტესტი, რომელმაც უნდა გვაჩვენოს, საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ რამდენად შორს წავიდა და მთავრობას დემოკრატიული რეფორმების გატარების დაპირების შესრულება რამდენად შეუძლია", - წერს BBC და დასძენს, რომ "როდესაც ოპოზიცია არ არსებობს, მაშინ სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის დემოკრატიული ფასეულობების აღიარება ადვილია, მაგრამ ასეთი მდიდარი ოპონენტის პირისპირ, ოპონენტისა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა, ეს დემოკრატიული იდეალები გამოცდას ახლა გადიან".


ნინო ჩიჩუა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-21 12:41:35
"სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია დასავლეთის შემადგენელი  ნაწილია, ჩვენ ამ ცხოვრების წესის იდენტიფიცირებას ახლა ვახდენთ და გვსურს,  ავაშენოთ მყარი საძირკველი თავისუფლებისთვის ჩვენს ქვეყანაში", -  განაცხადა საქართველოს
2013-05-08 21:08:38
საქართველო მოწადინებულია  ევროკავშირს დაუახლოვდეს. მიუხედავად შიდა პოლიტიკური უთანხმოებისა, ქვეყანა ევროპული კურსის მატარებელია. რუსეთი  ყოფილი მოწინააღმდეგის საგარეო პოლიტიკას გულმოდგინედ ადევნებს თვალყურს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში
2013-05-08 14:21:23
აპრილში ჟურნალ "ტაბულას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩემი წერილი (http://www.tabula.ge/article-30601.html), სადაც გამოვთქვამდი იმედს, რომ ევროპის საბჭოს მაისის თვის მინისტერიალის დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების საკითხის შეტანით, საქართველოს
2013-05-01 17:17:52
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, "მე-5 მუხლი არის ის, რისთვისაც ნატო არსებობს და მასზე უარის თქმა არა, მაგრამ განსხვავებული ფორმულირებება შეიძლება, ოკუპირებული
2013-04-29 20:13:31
"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, საქართველოს ახალი ხელისუფლება 20 წლის წინ თბილისის გარეუბანში, მანქანაში მოკლული აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის ფრედი ვუდრაფის სკანდალური საქმის გამოძიებას აპირებს."საქმე სათანადოდ
2013-04-29 17:37:00
დაახლოებით ათი წლის წინ იმ დროისთვის ახალგაზრდა სტუდენტი ანა ლოლიაშვილი იმ დემონსტრანტებს შორის იყო, რომლებიც თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ, რომლის შედეგადაც "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი
2013-04-26 19:00:34
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო და გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე აღადგინა.ბართაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე თვის
2013-04-18 19:01:34
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ე.წ. ლიბერალური ფრთაც გამოეყოფა. ექსპერტის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება
2013-04-16 11:40:07
სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის გადაწყვეტილებას გამოკითხულთა უმრავლესობა აბსოლუტურად მისაღებად მიიჩნევს.საინფორმაციო სააგენტო "პირWელის" ონლაინ-გამოკითხვაში, რომელიც 10 აპრილიდან მიმდინარეობდა, 1380-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი 79.35% სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემას
2013-04-14 17:18:36
პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის აზრით, თუ ქართული ენის ტექნოლოგიზება არ მოხდა, ის თანამედროვე მსოფლიოში კულტურული ენის ფუნქციას დაკარგავს. ამის შესახებ ფუტკარაძემ "პირWელს" საქართველოს საპარტრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი
2013-04-11 17:12:55
იურისტი ლევან ალაფიშვილი ახალი მთავრობის მხრიდან გამოკვეთილ არსებით შეცდომებზე საუბრობს.   ამის შესახებ ალაფიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:   "გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან არ არის
2013-04-04 12:27:44
ისტორიის დოქტორის თორნიკე შურღულაიას განცხადებით "საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ფუნქცია დაკარგა". როგორც "პირWელს" შურღულაიამ განუცხადა, "ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით აუცილებელია, ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად
2013-04-01 16:55:33
ძვირფასო მკითხველო, მითი, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 წლის გამოუცდელი, ახალგაზრდა მინისტრი ხელმძღვანელობს, - დაიმსხვრა! დიახ, ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, საკმაოდ სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ
2013-03-29 15:57:08
"ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური და არა ისეთი, როგორც დღეს ხდება - ერთ-ორ საწარმოს გახსნიან და ორი წლის განმავლობაში იმას
2013-03-27 19:13:09
სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი არ გამორიცხავს, რომ "დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე" ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებად ვიხილოთ.ამის შესახებ რუსეცკიმ
2013-03-21 19:55:34
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით, "ბუნდესთაგის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის, ადამიანის უფლებათა დამცველის კრისტოფ შტრასერის განცხადება კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ  საქართველოში წინა
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 13 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency