Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანალიტიკა
აგვისტოს ომის ქრონოლოგია და მისი შედეგები
11:28 08.08.2012

413 დაღუპული, მათ შორის 166 - სამხედრო, 16 - პოლიციელი, 220 - სამოქალაქო პირი, 2 234 დაჭრილი და 26 000  დევნილი - ესაა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი, ომისა, რომლიდანაც 4 წელი გავიდა. (რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მონაცემები)

დღესაც, აგვისტოს მოვლენებიდან 4 წლისთავზე აქტუალურია კითხვა - "ვინ დაიწყო ომი?", თითქოს უფრო მნიშვნელოვანი დრო კი - არა, ადგილი არ იყოს. ომი მიმდინარეობდა ცხინვალის რეგიონში, რომელიც საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაა. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის თანახმად კი, “საქართველოს სუვერენული უფლებაა აწარმოოს თავდაცვითი ომი და ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს სამხედრო ძალები". შესაბამისად, ის, ვინც სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა, სწორედ რუსეთის სამხედრო შეიარაღებული ძალები იყო, გარდა სამშვიდობებისა, რომელზეც თავდასხმა, საერთაშორისო სამართლის თანახმად, შესაძლოა, საქართველოს ერთადერთ "დანაშაულად" ჩაითვალოს, თუმცა იმ მომენტისთვის "ცისფერჩაფხუტიანები" და მათი მოქმედება სამშვიდობო მანდატს კარგა ხნის გაცდენილი იყო.

და მაინც, გადავხედოთ აგვისტოს ომის (არასრულ) ქრონოლოგიას:
 
2008 წელი, 1 აგვისტო - სოფელ ერედვში ნაღმზე ქართული პოლიციის მანქანა აფეთქდა, დაიღუპა ერთი ადამიანი; 2 აგვისტო - ცხინვალის მხრიდან ქართული სოფლების მიმართულებით ისვრიან. სახეზეა დაჭრილები და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები; 3 აგვისტო - რამდენიმე საათის განმავლობაში სროლები შეწყვეტილია; 4 აგვისტო - ოფიციალური თბილისის მტკიცებით, ოსებთან ერთად, ქართულ სოფლებს თავს რუსებიც ესხმიან, რასაც ცხინვალსა და მოსკოვში უარყოფენ; 5 აგვისტო – ოსი სეპარატისტების მიერ ოსურ სოფელ უბეათიდან სოფელ ნულის მიმართულებით ყუმბართმტყორცნიდან ცეცხლი გაიხსნა. ამავდროულად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს ოსი "სამართალდამცველების" საგუშაგოების დაცხრილვაში ადანაშაულებს. ოსების დასახმარებლად ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან 300 "ბოევიკი" ჩადის, სეპარატისტებს დახმარება დონის კაზაკების ბატალიონმაც აღუთქვა. ცხინვალში რეგიონიდან ბავშვებისა და ქალების ევაკუაციის საკითხზე საგანგებო სხდომა იმართება. ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში მოქმედ რუს სამშვიდობოებს, რომლებიც გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდნენ, საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი 7 აგვისტოსთვის ცხინვალის რეგიონში ქართულ-ოსური პირდაპირი მოლაპარაკებების დაგეგმვის შესახებ აცხადებს. 7 აგვისტოსთვის საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვიც გეგმავს; 6 აგვისტო - ოსმა სეპარატისტებმა სოფლების - ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის და ნულის დაბომბვა დაიწყეს. 7 აგვისტო – ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ქართული მხრიდან 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეებიც.

7 აგვისტოს დადგომასთან ერთად კი, დიალოგის ნაცვლად, მასშტაბური საომარი მოქმედებები იწყება. ამავე დღეს დაპირისპირებაში რუსეთის საჯარისო შენაერთები, მათ შორის 53-ე არმია ოფიციალურად ერთვება. ამასთან, რუსების შეტევა კონფლიქტის ზონას გასცდა და მთელ საქართველოს მოედო.

8-12 აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ასე გამოიყურება:

8 აგვისტო - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე 3-5 ჭურვი ჩამოაგდო; რუსულმა СУ-24-მა დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 75 კილომეტრში, კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. შედეგად, 7 სამოქალაქო პირი დაშავდა; 6 რუსული ხომალდიდან ორმა ჩამოყარა სამი ჭურვი გორში, რომელთაგან ერთი ჩამოვარდა სტადიონთან ახლოს, მეორე - გორიჯვარის დაღმართზე და მესამე - საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე; რუსული სამხედრო თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდან შემოვიდნენ, ორი ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში ჩამოაგდეს და უკან გაბრუნდნენ; რუსულმა სამხედრო ავიაციამ მარნეულის სამხედრო ბაზა სამჯერ და ბოლნისის სამხედრო ბაზა დაბომბა. ორი თვითმფრინავი განადგურდა. დაინგრა შენობა-ნაგებობები და არის მსხვერპლი; 5 რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ გორის საარტილერიო ბრიგადა დაიბომბა;

9 აგვისტო - დაიბომბა ფოთის პორტი, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი; სენაკის სამხედრო ბაზაზე მნათობი ჭურვები ჩამოვარდა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაღუპულია რვა ადამიანი. კვლავ დაიბომბა ვაზიანის პოლიგონი. მეორედ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი; დაიბომბა გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა; ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა; რუსეთის საჰაერო ძალები გორის დაბომბვას აგრძელებენ; კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი; რუსეთის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს; დაიბომბა ონი. რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ჩხალთა, ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი დაიბომბა.

10 აგვისტო - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს; რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაიბომბა; ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ ზემო აფხაზეთზე თავდასხმა განახორციელა, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ ჩამოგდებულ იქნა; გორსა და ქარელს შორის მდებარე სოფელი შავშვები რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა; რუსულმა თვითმფრინავებმა ქარელის რაიონში სოფელი კნოლევი დაბომბეს; რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ზემო აფხაზეთზე შეტევა განახორციელეს. რეგიონი რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა; რუსული ავიაციის მიერ კვლავ დაიბომბა გორი; რუსულმა ავიაციამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი დაბომბა. შედეგად ხიდზე ხანძარი გაჩნდა; რუსეთის ავიაციამ ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტში ჩამოყარა; საავიაციო ქარხანა "თბილავიამშენი" კვლავ რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის ობიექტი გახდა; ორი ავიაგამანადგურებლის მიერ სენაკი დაიბომბა; ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კოდორის ხეობა დაბომბა.

11 აგვისტო - გორის დასავლეთით, სოფელ შავშვებში სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგური დაიბომბა; რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა კოდორის ხეობა დაბომბეს (ზემო აფხაზეთი); რუსულმა თვითმფრინავებმა ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვართან) დაბომბეს. დაზიანდა სოფლების შემოგარენი და სასაფლაო; ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს) დაიბომბა; დაიბომბა კოდორის ხეობა; საქართველოს საჰაერო ძალების მთავარი საკონტროლო ცენტრი დაიბომბა; სამოქალაქო სარადარო სადგური, განლაგებული თბილისიდან 5 კილომეტრში სოფელ ლენინისში, ნაწილობრივ იქნა დაზიანებული რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის შედეგად; რუსული ავიაგამანადგურებლებით დაიბომბა ქვეყნის აღმოსავლეთითDდედოფლისწყაროს რაიონში მდებარე შირაქის აეროდრომი; დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონი, დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი; სენაკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ.

12 აგვისტო - რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი დაბომბეს.

12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროკავშირის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის განუახლებლობის შესახებ 6-პუნქტიან ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რუსეთის ჯარები 2008 წლის 7 აგვისტომდე მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდნენ, თუმცა რუსეთი ე.წ. “მედვედევ-სარკოზის’’ შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს.

ამავე დღეს პარლამენტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ აქტის მზადება დაიწყო. საქართველოს მიერ დსთ-ის დატოვებაც 12 აგვისტოს მოხდა.

ამავე დღეს, საქართველოს მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში შეიტანა სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიაზე 1993-2008 წლებში ჩადენილ ეთნიკური წმენდის ფაქტებთან დაკავშირებით. სარჩელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებას ეფუძნება და ამტკიცებს, რომ ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული საქართველოში 2008 წელს განხორციელებული სამხედრო ინტერვენციით დამთავრებული, რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ძალების მიერ ქართველთა ეთნიკურ წმენდას, იარაღის მიწოდების, ჯარისკაცების დაქირავებისა და რუსეთის კუთვნილი შეიარაღებული ძალების მიერ პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის განხორციელების გზით უწყობდა ხელს, რასაც შედეგად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები მოჰყვა.

მოგეხსენებათ, რუსეთსა და საქართველოს პირველი კონფლიქტი 2008 წელს არ ყოფილა (1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა; 1810 წელს - იმერეთის სამეფო, 1828 წელს - გურიის, 1857 წელს - სვანეთის სამთავრო, 1864 წელს - აფხაზეთის, 1867 წელს კი - სამეგრელოს სამთავრო ოფიციალურად გააუქმა; 1921 წლის თებერვალში საქართველოში "წითელი არმია" შემოიჭრა, რასაც 1970-წლიანი საბჭოთა მმართელობა მოჰყვა; 1924 წელს კომუნისტებმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ათასობით ქართველი დახვრიტეს; მასობრივი რეპრესიები განხორციელდა 1937 წელსაც; 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლების მოედანზე, საბჭოთა სადამსჯელო რაზმის შემოსვლას 21 მშვიდობიანი დემონსტრანტის დაღუპვა მოჰყვა; რუსეთის დახმარებით, 1992 წელს საქართველოს - სამაჩაბლო, ხოლო 1993 წელს - აფხაზეთი გამოეყო, აღნიშნულ რეგიონებში ეთნიკური წმენდა განხორციელდა, თუმცა მაშინ და 2008 წლამდე ეს "ქართულ-აფხაზურ"'და "ქართულ-ოსურ" ეთნიკურ კონფლიქტებად მოინათლა), თუმცა ამ დაპირისპირებას პირველად, ოფიციალურად ეწოდა "რუსეთ-საქართველოს" ომი და საერთაშორისო პრაქტიკაში დაიწყო დამკვიდრება ტერმინმა "ოკუპაცია".

რუსეთმა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს აღიარა.

2008 წლის 1 სექტემბერს ქართველებმა, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რუსული აგრესიის წინააღმდეგ პროტესტში ერთობის დემონსტრირება "ცოცხალი ჯაჭვის" მეშვეობით მოახდინეს.

 

ნინო ჩიჩუა
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-22 12:54:34
  ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ნიკოლოზ ბაკაშვილის რეკომენდაციები ახალ ხელისუფლებას    ციტატა: "ეკონომიკური სუბიექტების დალაშქვრა სულ "ჰერი ბიჭებო"-ს ძახილით მიმდინარეობდა და რა მოჰყვა ამას? - გადავხედოთ, თუნდაც ზერელედ, ნებისმიერ
2013-05-21 12:41:35
"სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია დასავლეთის შემადგენელი  ნაწილია, ჩვენ ამ ცხოვრების წესის იდენტიფიცირებას ახლა ვახდენთ და გვსურს,  ავაშენოთ მყარი საძირკველი თავისუფლებისთვის ჩვენს ქვეყანაში", -  განაცხადა საქართველოს
2013-05-08 21:08:38
საქართველო მოწადინებულია  ევროკავშირს დაუახლოვდეს. მიუხედავად შიდა პოლიტიკური უთანხმოებისა, ქვეყანა ევროპული კურსის მატარებელია. რუსეთი  ყოფილი მოწინააღმდეგის საგარეო პოლიტიკას გულმოდგინედ ადევნებს თვალყურს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში
2013-05-08 14:21:23
აპრილში ჟურნალ "ტაბულას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩემი წერილი (http://www.tabula.ge/article-30601.html), სადაც გამოვთქვამდი იმედს, რომ ევროპის საბჭოს მაისის თვის მინისტერიალის დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების საკითხის შეტანით, საქართველოს
2013-05-01 17:17:52
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, "მე-5 მუხლი არის ის, რისთვისაც ნატო არსებობს და მასზე უარის თქმა არა, მაგრამ განსხვავებული ფორმულირებება შეიძლება, ოკუპირებული
2013-04-29 20:13:31
"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, საქართველოს ახალი ხელისუფლება 20 წლის წინ თბილისის გარეუბანში, მანქანაში მოკლული აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის ფრედი ვუდრაფის სკანდალური საქმის გამოძიებას აპირებს."საქმე სათანადოდ
2013-04-29 17:37:00
დაახლოებით ათი წლის წინ იმ დროისთვის ახალგაზრდა სტუდენტი ანა ლოლიაშვილი იმ დემონსტრანტებს შორის იყო, რომლებიც თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ, რომლის შედეგადაც "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი
2013-04-26 19:00:34
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო და გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე აღადგინა.ბართაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე თვის
2013-04-18 19:01:34
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ე.წ. ლიბერალური ფრთაც გამოეყოფა. ექსპერტის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება
2013-04-16 11:40:07
სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემის გადაწყვეტილებას გამოკითხულთა უმრავლესობა აბსოლუტურად მისაღებად მიიჩნევს.საინფორმაციო სააგენტო "პირWელის" ონლაინ-გამოკითხვაში, რომელიც 10 აპრილიდან მიმდინარეობდა, 1380-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი 79.35% სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემას
2013-04-14 17:18:36
პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის აზრით, თუ ქართული ენის ტექნოლოგიზება არ მოხდა, ის თანამედროვე მსოფლიოში კულტურული ენის ფუნქციას დაკარგავს. ამის შესახებ ფუტკარაძემ "პირWელს" საქართველოს საპარტრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი
2013-04-11 17:12:55
იურისტი ლევან ალაფიშვილი ახალი მთავრობის მხრიდან გამოკვეთილ არსებით შეცდომებზე საუბრობს.   ამის შესახებ ალაფიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:   "გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან არ არის
2013-04-04 12:27:44
ისტორიის დოქტორის თორნიკე შურღულაიას განცხადებით "საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ფუნქცია დაკარგა". როგორც "პირWელს" შურღულაიამ განუცხადა, "ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით აუცილებელია, ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად
2013-04-01 16:55:33
ძვირფასო მკითხველო, მითი, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 წლის გამოუცდელი, ახალგაზრდა მინისტრი ხელმძღვანელობს, - დაიმსხვრა! დიახ, ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, საკმაოდ სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ
2013-03-29 15:57:08
"ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური და არა ისეთი, როგორც დღეს ხდება - ერთ-ორ საწარმოს გახსნიან და ორი წლის განმავლობაში იმას
2013-03-27 19:13:09
სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი არ გამორიცხავს, რომ "დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე" ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებად ვიხილოთ.ამის შესახებ რუსეცკიმ
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 13 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency