Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სამართალი
რუსთავის #6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი გიორგი ოქროპირიძე მეოთხე დღეა, შიმშილობს
17:45 11.06.2012

რუსთავის #6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი გიორგი ოქროპირიძე, რომლის წამების თაობაზეც უფლებათადამცველები და პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები აქტიურად საუბრობენ, მეოთხე დღეა, შიმშილობს. პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას გეგმავს პატიმრის დედა ცირა გოდერძიშვილი.

ამის შესახებ “პირWელს” თავად გოდერძიშვილმა აცნობა, რომლის ინფორმაციითაც, მისი ვაჟი ამჟამად კარცერშია გადაყვანილი. მისი თქმით, შიმშილობის დაწყებას მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს – მოხდეს პატიმრის რუსთავის საპყრობილიდან საავადმყოფო დაწესებულებაში ან ღია ზონაში გადაყვანა.

"წამების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია. აწუხებს ციფროზის II სტადია, ცე-ჰეპატიტი, თიაქარი, კუჭის, თვალის და ფილტვის დაავადებები. მისი გადაყვანა აუცილებლად უნდა მოხდეს საავადმყოფოში ან ღია ზონაში" - განუცხადა “პირWელს” ცირა გოდერძიშვილმა.

გიორგი ოქროპირიძის მდგომარეობით დაინტერესებისა და რეაგირებისკენ რამდენიმე ხნის წინ პარლამენტს დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმაც მიმართა. 

როგორც მაშინ ლალიაშვილმა განმარტა, ოქროპირიძე ერთადერთი ადამიანია, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ციხის ადმინისტრაციის ის წარმომადგენლები ამხილა და კონკრეტული გვარები დაასახელა, ვინც მას აწამებდა. დეპუტატის ინფორმაციით, ოქროპირიძის ტანჯვა დღესაც გრძელდება, რადგან მას საკუთარ მტანჯველთა წინააღმდეგ სტასბურგის სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.

ლალიაშვილმა კოლეგებს აცნობა ისიც, რომ ხსენებული პატიმარი მშრალ შიმშილობას იწყებდა.
 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-18 18:15:55
ხვალ საქართველოში პოლიციის დღე აღნიშნება.   აღნიშნულთან დაკავშირებით შსს სხვადასხვა ღონიძიებას გეგმავს. ხვალ პოლიციის ახალი ფორმის, სამხრე ვიდეოკამერის, ახალი ჟეტონის, ავტომანქანების, მათი ვიდეორეგისტრატორისა და ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია
2013-05-18 13:07:28
შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული მოქალაქე გიორგი გოგოლაძე გაათავისუფლა.   "შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის
2013-05-18 12:42:18
იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი გაიმართა.    ნოტარიუსობის მსურველებმა ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში გაიარეს.    იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე
2013-05-18 12:41:01
შსს-მ მინი-მარკეტის გამყიდველის დაჭრაში ბრალდებული მოქალაქე დააკავა.   "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული დავით ბ. სხეულის დაზიანებისა
2013-05-18 12:39:20
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე ალი ირითაში დააკავა.    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები თურქეთის კიდევ ერთ მოქალაქეს დევრან ილმას ეძებენ.    გამოძიების ინფორმაციით, თურქეთის
2013-05-18 12:22:12
  შსს-მ გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.    შსს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა.    გამოძიების ფარგლებში კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლის
2013-05-18 11:24:59
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მოინახულეს.   შსს-ს ცნობით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სხვადასხვა
2013-05-18 10:01:29
დღეს საქართველოს 9 რაიონისთვის ნოტარიუსთა შერჩევის მიზნით საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება.   როგორც "პირWელს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, არჩევნების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ მიზნად დაისახა, რომ ნოტარიუსი საქართველოს ყველა რაიონს
2013-05-17 19:22:39
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა.   25 ოქტომბრის შემდეგ თიანეთის, თერჯოლას, წყალტუბოს, ქარელისა და ოზურგეთის მოსახლეობას პირველად ჰყავს ნოტარიუსები. ნოტარიუსი დაინიშნა ასევე დევნილებით კომპაქტურად
2013-05-17 18:18:36
  დიდი ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით "საქართველოს რკინიგზისა" და შპს "ვაგონთმშენებელის" ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავეს.    როგორც დღეს ფინანსურ პოლიციაში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
2013-05-17 18:14:37
  საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.   ამის შესახებ დღეს ფინანსურ პოლიციაში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა.   "საქართველოს
2013-05-17 15:11:17
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარიე კახა კოჟორიძის შეფასებით, "უფლებდამცველების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სამართალდამცველმა აზრის გამოხატვის თავისუფლება ვერ უზრუნველყვეს".   ამის შესახებ კოჟორიძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც
2013-05-17 14:50:11
სასჯელაღარსულების სამინისტროს ცნობით, პატიმარმა მამუკა ბულუხიამ შიმშილობა შეწყვიტა.   გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მოშიმშილე
2013-05-17 14:06:48
შს სამინისტროს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია.    ამის შესახებ "პირWელს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა აქციაზე ცრემლსადენი გაზის
2013-05-17 14:01:38
შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის გამზირზე იმყოფება და სიტუაციას პირადად აკონტროლებს.    ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ვითარების განმუხტვას ცდილობენ. როგორც ისინი აცხადებენ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ
2013-05-17 13:44:27
აქციის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსს შუშის ბოთლებითა და ჯოხებით მინები ჩაუმსხვრიეს.   აღნიშნული სამარშრუტო ტაქსი აქციის ახალგაზრდა მონაწილეების მიერ კოლმეურნეობის მოედანთან იქნა გაჩერებული. უცნობია, კონკრეტულად ვინ
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 250 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency