Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
16:59 11.06.2012

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “პირWელი” უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის დადგენილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე და ბიძინა ივანიშვილი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ორგანული კანონის ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ 25-ე მუხლის მე-21 პუნქტით, ამავე კანონის 342-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტების საფუძველზე და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 126 220 190 ლარი - მის მიერ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის 12 622 019 ლარის ათმაგი ოდენობით, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს უკანონო შემოწირულობის განხორციელებისათვის ადრე უკვე შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა და შესაბამისად, ზემოთ მითითებული კანონის მე-9 პუნქტი ამავე კანონის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს დაჯარიმებას სწორედ ასეთი წესით (ვინაიდან ადრე იგი უკვე დაჯარიმებული იყო ანალოგიური ქმედებისათვის). საქმის მასალების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით, საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მხარდასაჭერად 12 410 252. 89 ლარის უკანონო შემოწირულობის განახორციელებას, რაც გამოიხატა საკუთარი მატერიალური სახსრებით მოსახლეობისთვის კომპანია ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის’’ ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებების და მომსახურების უსასყიდლოდ გადაცემაში. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით თავისი კომპანიის შპს ,,ელიტა ბურჯის" სახელზე რეგისტრირებული 28 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის’’ სერვისის გასავრცელებლად საბაზრო ფასზე დაბალ ფასად შეღავათიანი პირობებით გასწია მომსახურება, რითაც პოლიტიკური პარტიის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ სასარგებლოდ 211766.33  ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა განმეორებით საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მთლიანობაში განახორციელა 12 622 019 ლარის უკანონო შემოწირულობა, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი  დაჯარიმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე განიხილა მეორე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, კერძოდ, იმსჯელა საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 7 ივნისს წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე და ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი დადგენილებით ბიძინა ივანიშვილი სცნო სამართალდამრღვევად. სასამართლომ მიიჩნია, რომ  ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების განსახორციელებლად 2012 წლის განმავლობაში კუთვნილი კომპანიების შპს ,,ბურჯისა” და შპს ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც ფაქტობრივად უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ 2 242 994,13 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რაც ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-21 პუნქტის, 342-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა. კერძოდ, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს უკანონო შემოწირულობის განხორციელებისათვის უკვე შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის გამო მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა აკრძალული შემოწირულების 2 242 994,13 ლარის ათმაგი ოდენობით, თანახმად ზემოაღნიშნული მუხლის მითითებული პუნქტებისა. საბოლოოდ, ამ შემთხვევაში, ბ. ივანიშვილი დაჯარიმდა  22 429 941,3  ლარით. დადგენილებები გამოტანიდან 48 საათში შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - განაცხადა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის სპიკერ-მოსამართლე მირანადა ერემაძემ.

                                                                            
ნათია რუხაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2013-05-21 20:27:58
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე მერაბიშვილის სახლიდან დიდი ოდენობით თანხის ამოღებას ადასტურებს.   როგორც გაბაიძემ მერაბიშვილის სახლის ჩხრეკის შემდეგ განაცხადა, თანხა სხვადასხვა ვალუტაშია.   აღსანიშნავია,
2013-05-21 20:10:13
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მთავარ პროკურატურას 17 მაისის საქმეზე მასალები გადაუგზავნა.   ამის შესახებ ნანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   "17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებული მოვლენების
2013-05-21 19:41:16
  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს.   ამის შესახებ ღარიბაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის
2013-05-21 18:48:25
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული იარაღი აღმოაჩინეს.    ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.   "შემოსავლების სამსახურის სგპ "სარფის" კონტროლის ზონაში თურქეთიდან TOYOTA COROLLA-ს მარკის მსუბუქი ავტომობილით თურქეთის მოქალაქე
2013-05-21 18:29:56
სასამართლომ 17 მაისის ინციდენტში მონაწილე 4 პირს 100-100 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.   ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.   "21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
2013-05-21 18:08:08
  "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.   ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.    "ის დაკავებულია, ჯერჯერობით ბრალის წარდგენა ოფიციალურად არ მომხდარა. რამდენიმე
2013-05-21 18:05:24
კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტს მიესალმება.   "უფლებადამცველები დიდი ხანია, ვითხოვდით დამდგარიყო მერაბიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, მის
2013-05-21 17:18:56
საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება.   როგორც "პირWელს" პროკურატურიდან აცნობეს, კბილაშვილი  ყაზახეთის გენერალურ პროკურორს ასხად დაულბაევს ასტანაში შეხვდა.   საქართველოს მთავარმა პროკურორმა და ყაზახეთის გენერალურმა
2013-05-21 17:14:34
ადვოკატთა საგაფიცვო კომიტეტი, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი თავმჯდომარეობს, საპროტესტო აქციებს იწყებს.    ამის შესახებ "პირWელს" ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს.    "19-20 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა
2013-05-21 17:13:36
ჟურნალისტი ირმა ინაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება.   აღშნინულთან დაკავშირებით ინაშვილი განცხადებას ავრცელებს.   "ზუსტად ერთი თვის წინ,"მე-9" არხის გადაცემაში "მატრიცა" საჯაროდ განვაცხადე, რომ ვანო
2013-05-21 17:07:26
ჰოლდინგური კომპანია "ვაკე-5"-ის და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, პროკურატურის მიერ დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით ჩვენებები მისცეს.   ამის შესახებ ბეგიაშვილის მიერ მთავარი პროკურორის არჩილ
2013-05-21 16:55:37
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი თევდორაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების მონაწილეები მომავალში აუცილებლად დაისჯებიან".    ამის შესახებ თევდორაძემ
2013-05-21 16:53:26
  "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.   "ტოპნიუსის" ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაკავებულ მერაბიშვილსა და
2013-05-21 16:51:50
  პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანის ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.   ამის შესახებ დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.   "საქართველოს პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით
2013-05-21 16:49:07
  "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასობით ათასი ევრო ამოიღეს.   ამის შესახებ "პირWელს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.    ამ დროისთვის მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა გრძელდება.   შეგახსენებთ, რომ
2013-05-21 16:31:28
  საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელებისას ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯული 5.2 მილიონი ლარის გამო დააკავეს.   ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავარი
‹ წინა 1 2 3 4 5 ... 254 შემდეგი ›
ინტერვიუ
ანალიტიკა
მასმედია
თბილისი
თბილისი
14:14 14.05.2012
designed by Kakhaber Kakhadze
All rights reserved, property of Pirweli information agency