შაშკინთან შეხვედრის მოთხოვნით სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის წინ რამდენიმე სტუდენტმა შიმშილობა დაიწყო
14:01 23.04.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის მოთხოვნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ რამდენიმე სტუდენტმა შიმშილობა დაიწყო.
მოშიმშილეებს შორის ტექნიკური უნივერსიტეტის 4 და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 სტუდენტია.
"ჩვენს ქვეყანაში სწავლის გადასახადი კაბალურადაა გაზრდილი, რაც ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას არ შეესაბამება. გარდა ამისა, ათასობით სტუდენტს სტუდენტის სტატუსი სწავლის მაღალი გადასახადის გადაუხდელობის ან ვადაგადაცილების გამო შეჩერებული აქვთ. ამ საკითხებზე დასალაპარაკებლად განათლების მინისტრთან უკვე 2 თვეზე მეტია, შეხვედრას ვითხოვთ, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ დღეს ჩვენ შიმშილობას ვიწყებთ", - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა ლექსო კობაიძემ.
მისი ინფორმაციით, სტუდენტის სტატუსი 10000-მდე ახალგაზრდას აქვს შეჩერებული.
როგორც დღეს გამართულ აქციაზე გახდა ცნობილი, 25 აპრილს თსუ-ის I კორპუსის წინ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ორგანიზებით ზემოაღნიშნული მოთხოვნებით ასევე საპროტესტო აქცია იგეგმება, რომელსაც დღევანდელი აქციის ორგანიზატორები მსვლელობით შეუერთდებიან.
მოშიმშილეები ამ წუთებში ადმინისტრაციული კორპუსის კიბეებთან იმყოფებიან.
Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები საკუთარ ოჯახებში გადაასვენეს.
კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში გადაასვენეს, სერჟანტი ზვიად დავითაძე - სამტრედიის რაიონის სოფელ კვირიკეთში და ვლადიმერ შანავა
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხდროების ოჯახებს. მიუხედავად დიდი მწუხარებისა, ერთი რამ ფაქტია, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა თავიანთი
საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის თავდაცვის მდივანმა ISAF-ის მისიაში ბაზა "შირგაზზე" თავდასხმის
საქართველოს სახელმწიფო დროშები ავღანეთშიც დაშვებულია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები ავღანეთშიც
გენერალმა გიგი კალანდაძემ, პოლკოვნიკმა მერაბ კიკაბიძემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ შამათავამ და სერჟანტმა ალექსანდრე გორგაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია "დიდგორი" დააფუძნეს.
როგორც "პირWელს" ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ შამათავამ განუცხადა, ეს
საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF)
მისიის დაწყებიდან დღემდე ავღანეთში 22 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს:
უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი (31.01.1982 - 05.09.2010) -
ISAF-ის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე პარლამენტის სპეციალურ დადგენილებაში ცვლილება შედის.
როგორც თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ განაცხადა, ცვლილებები ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეთა რაოდენობის
შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ვიზიარებ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახების ტრაგედიას! ისინი ჩვენი ქვეყნის გმირები არიან!", - წერს ღარიბაშვილი
ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს.
როგორც "პირWელს" სამინისტროდან აცნობეს, დაღუპულთა ოჯახები კანონმდებლობით განსაზღვრულ დამხარებას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმის დროს დაღუპული
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ღრმა
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს განცხადებით, ალიანსი აფასებს იმ თავგანწირვას, რასაც ქართველი ჯარისკაცები იჩენენ.
ამის შესახებ მან დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ავღანეთიდან სამი
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილის ბრიჯით ბრინკის განცხადებით, აშშ მადლიერია იმისთვის, რასაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის უსაფრთხოების გასაძლიერებლად აკეთებენ.
ამის შესახებ მან დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პატივსაცემად, შს სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა.
ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და პრეზიდენტის განკარგულებით 16 მაისი ავღანეთში
ავღანეთში დაღუპული სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროების ჩამოსვენების ცერემონიას თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
სამი სამხედროს სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშუეთის ეკლესიაში 19:00 საათიდან
საქართველოს გენერალთა კლუბი ავღანეთში, "შირგაზის" ბაზაზე ავღანელი მოჯაჰედების მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად საქართელოს შეიარაღებული ძალების 42-ე ბატალიონის ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"საერთაშორისო სამშვიდობო